მოძებნე პროგრამის შედეგები

საფინანსო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება (23 05)

გამოყოფილია 94.51 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია

პროგრამის აღწერა და მიზანი

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, სისტემის მასშტაბით ჩატარებული ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროექტების განხორციელება, თანამდებობრივი ...

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, სისტემის მასშტაბით ჩატარებული ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროექტების განხორციელება, თანამდებობრივი ტრენინგების სისტემის დანერგვა და კარიერის განვითარებაზე მიმართული სასწავლო პროგრამებისა და სხვა სახის პროექტების განხორციელება; სისტემაში პროფესიული ცოდნის დონის ამაღლების მიზნით მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან ერთად სასერთიფიკაციო და ტრენინგ-პროგრამების შემუშავება-განხორციელება, მათ შორის ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროგრამის ფარგლებში; სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების პროგრამების განვითარება და ახალი კადრების დასაქმების აქტიური მექანიზმის ჩამოყალიბება; მიერ კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ასევე სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისაკენ მიმართული რეფორმების აქტიური მხარდაჭერა სხვადასხვა სახის სასწავლო - შემეცნებითი, სემინარული და საკონფერენციო ტიპის პროექტების, კონსულტირების გზით;კერძო ბიზნესის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრების მოწყობა/ორგანიზება ფინანსურ სფეროში მიმდინარე რეფორმების გაცნობისა და კონსულტაციების გაწევის, მათ შორის საგადასახადო სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით.

ფინანსთა სამინისტროს სისტემის კადრების სწორად შერჩევა, პროფესიული სწავლება, მომზადება/გადამზადება და მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდა.ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საფინანსო, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის სწორად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა - საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციებისათვის სასწავლო პროექტების, საკანონმდებლო სიახლეების გაცნობისა და დამატებითი სერვისების შეთავაზების გზით.საქართველოს სახელმწიფოებრივი და რეგიონალური ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების (ტრეინინგები, სემინარები და ა.შ) განხორციელება.საერთაშორისო და სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი სასწავლო და სოციალური პროექტების განხორციელება.
·         განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა/სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება, სწავლება და პროფესიული გადამზადება. ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და სხვა დაინტერესებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ახალი კადრების შერჩევის მიზნით, ჩატარდა კონკურსები; ·         გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები ისეთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან როგორიცაა - საჯარო აუდიტის ინსტიტუტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და საერთაშორისო სავაჭრო პალატა; ·         საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სამი რეგიონალური სასწავლო კურსი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების, ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები; ·         წარმატებით დასრულდა ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელებული ფინეთთან და ესტონეთთან „დამეგობრების“ პროექტი. ·         საქართველოსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა 2015 წლის თანამშრომლობის გეგმა, განხორციელდა ტრენინგები და კონსულტაციები; ·         საქართველოს გამოცდილებისა და დაგროვებული ცოდნის გაზიარების მიზნით, განხორციელდა ტრენინგები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან.
ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობა ; სამინისტროს სისტემაში შერჩეული ახალი კადრების რაოდენობა ; საფინანსო სექტორისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობა
·         სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა და კვალიფიკაცია აიმაღლა ფინანსთა სამინისტროს სისტემის 678-მა თანამშრომელმა. ფინანსთა სამინისტროს სისტემის ახალი კადრების შერჩევის მიზნით, ტესტირება ჩაუტარდა 1168 აპლიკანტს; ·         სხვა დაინტერესებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ახალი კადრების შერჩევის მიზნით, ტესტირება ჩაუტარდა 747 აპლიკანტს. ·         სხვადასხვა მიმართულებით გადამზადდა და კვალიფიკაცია აიმაღლა 2739-მა საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციების თანამშრომელმა და სხვა დაინტერესებულმა პირმა. ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო: სახელმწიფო ხაზინის ელექტონული მომსახურების სისტემა - 1145 მსმენელი; საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები IPSAS - 456 მსმენელი; პროგრამული ბიუჯეტი - 75 მსმენელი; ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა - 206 მსმენელი; შიდა აუდიტის საფუძვლები - 65 მსმენელი; ·         სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიის მიერ განხორციელებული სასწავლო კურსი გაიარა 102-მა პირმა. საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში აკადემიაში ჩატარდა ტრენინგები 108 სტუდენტისთვის. ·         საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ინსტიტუტთან თანამშრომლობით, საქართველოს, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნიდან აკადემიაში სწავლება გაიარა 83-მა წარმომადგენელმა. ·         „დაძმობილების“ პროექტის ყველა კომპონენტი წარმატებით განხორციელდა: შეიქმნა სტრატეგია, ხარისხის სახელმძღვანელო, სასწავლო კალენდარი, შემუშავდა ელექტრონული სწავლების პლატფორმა და ელექტრონული კურსები, ა.შ. ·         ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები თემებზე: “IT აუდიტი“ (13 მსმენელი), ადამიანური რესურსების მართვა (21 მსმენელი). ·         აკადემიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციებს დაესწრო 40 მონაწილე, 20-მდე სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019