Find program results

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (25 03)

Allocated 249698000 c

Program implementer

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია

Program description

მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა; სახელმწიფო მნიშვნელობის (ადმინისტრაციული, სტრატეგიული, სამხედრო, პოლიციური და ...

მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა; სახელმწიფო მნიშვნელობის (ადმინისტრაციული, სტრატეგიული, სამხედრო, პოლიციური და სხვა დანიშნულების) ობიექტების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება; ნაპირდაცვითი სამუშაოების უზრუნველყოფა; ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ასევე, სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების საოპერაციო ხარჯებისა და შესაბამისი ფუნქციური დავალებების შესასრულებლად წარმოებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა. დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მოსამზადებლად საჭირო ღონისძიებების გატარება, საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება და ანალიზი.

განვითარებული და რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტებში; ამაღლებული საინვესტიციო მიმზიდველობა; გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - აშენებული-რეაბილიტირებული: 300 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი; სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტი - 1; ტურისტული ინფრასტრუქტურა - 9; საავტომობილო გზა - 70.2 კმ; ტალღმტეხი ნაგებობა - 3. მოწყობილი: წყალარინების სისტემა - 3; სანაპირო ზოლი - 7.5 კმ. ამორტიზირებული საავტომობილო გზა - 78 კმ; ობიექტი - 5 ერთეული. დასრულებული პროექტირება - 18 ობიექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - მშენებლობა-რეაბილიტაცია-რესტავრაცია: საავტომობილო გზა - 92.5 კმ; ხიდი - 4 ერთეული; ობიექტი - 13; ტურისტული ინფრასტრუქტურა - 7 ობიექტი; თბილისის მეტროსადგური. მოწყობილი: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები - 6 ერთეული; სანაპირო ზოლი - 2 კმ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები და დამატებითი სამუშაოები

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022