იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება და მის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელება, მათთვის ...
იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება და მის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელება, მათთვის საცხოვრებელი ფართის (შეძენა, აშენება, რეაბილიტაცია) კერძო საკუთრებაში გადაცემა; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა; სავალალო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა ჩასახლების ობიექტების შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია, დევნილთა, ლტოლვილისა ან ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა რაოდენობის დაზუსტება და ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაწევა, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (მ.შ. ფართების დაქირავების მიზნით დევინლთა ოჯახების ყოველთვიური სოციალური დახმარების გაცემა); დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, რეაბილიტირებული და ახალაშენებული შენობების ელექტროენერგიის, გარე საკანალიზაციო, ბუნებრივი აირის და წყლის სისტემების მიერთება და მოწყობა, სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე; იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილთა საკუთრებაში არსებულ ობიექტებში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება, სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე; გრძელვადიანი განსახლებისათვის განსაზღვრულ ობიექტებში (აშენებული, რეაბილიტირებული) დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ღონისძიებების დასრულებამდე, ობიექტების დაცვის მომსახურების შესყიდვა;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022