Find program results

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა (39 01)

Allocated 765.9 c

Program implementer

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

Program description

ფიზიკური აღრზდისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია; ...

ფიზიკური აღრზდისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია; სპორტის განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამების შეუფერხებელი განხორციელება; პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა; სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა (დოპინგი) გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა; ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში გატარებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა. .
·      გატარდა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - ახალგაზრდობის სფეროში მთავრობის მიერ დამტკიცებული 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმა. განხორციელებული კვლევა სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში და საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს დამტკიცებული სპორტის და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები. დახვეწილი სპორტის სახელმწიფო მართვის მოდელი და გაუმჯობესებული თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან; მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელებული სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სპორტის და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებიდან; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0
1.საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელებული კვლევა სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში და საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს დამტკიცებული სპორტის და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები. დახვეწილი სპორტის სახელმწიფო მართვის მოდელი და გაუმჯობესებული თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან; მიზნობრივი მაჩვენებელი ·      განხორციელებული სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სპორტის და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებიდან. მიღწეული მაჩვენებლები ·      განხორციელებულ იქნა სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სპორტის და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებიდან. შემუშავდა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, ასევე, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებსა და შეჯიბრებებზე განსახორციელებელი მონიტორინგის სტანდარტები და სპორტული ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმები. დაინერგა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ელექტრონული სისტემა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022