სახელმწიფო სერვისების მიწოდების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა და დაინტერსებული პირებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ...
სახელმწიფო სერვისების მიწოდების მაღალი სტანდარტის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა და დაინტერსებული პირებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაწეული დროითი დანახარჯების შემცირება; დამატებით რამდენიმე კერძო და სახელმწიფო სერვისის ინტეგრაცია, მათ შორის: თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისები, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) სერვისები (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია; ადგილწარმოშობის დასახელებათა რეგისტრაცია) და სხვა; ახალქალაქის იუსტიციის სახლის მშენებლობა; იუსტიციის სახლის სერვისების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და იუსტიციის სახლის კონცეფციის ექსპორტი დაინტერესებულ ქვეყნებში; იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნა ყველა იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა, საშუალოდ, 20000-30000 ერთეულს უტოლდება ან აღემატება (ახმეტა, მარტვილი, ხონი, ლანჩხუთი) და ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში ერთ სივრცეში 400-მდე სერვისის მიღების შესაძლებლობა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022