სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად ...
სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ახალგაზრდულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და წახალისება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ხარჯვის ორგანიზება, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა, ფორმირება და სრულყოფა; ახალგაზრდა და პოტენციურად მომგებიანი ბიზნეს იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა; ბავშვთა და ახალგაზრდობის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვა, სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ხელშეწყობა, მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბების და სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, ბავშვებისა და ახალგაზრდების შემეცნებით შემოქმედებითი და დასვენება გაჯანსაღების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელება; კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით; პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, ბანაკების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალის“ ფარგლებში კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ქართველი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა, ახალგაზრდების ცოდნისა და უნარების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022