განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ...
განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; საქართველოს ყველა მოქალაქისათვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა და განვითარება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება; საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია, საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვა, მისი მუდმივი გაუმჯობესება და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლება; ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების, დანერგვისა და განვითარების სისტემის სრულყოფა და მისი მუშაობის უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის ხელშეწყობის მიზნით I-VI და VII-XII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება; საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების სრულყოფა; ქართული საგანმანათლებლო სივრცის ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში და ბოლონიის პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფა; შრომის ბაზრის კვლევებით იდენტიფიცირებული პროფესიებისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და არსებული პროფესიული სტანდარტების გადახედვა განახლებული მეთოდოლოგიის და საერთაშრისო გამოცდილების საფუძველზე ; პროფესიული განათლების სფეროში დისტანციური სწავლების კონცეფციის მომზადება და პილოტირება; დამსაქმებლებთან თანამშრომლობით ჩარჩო-პროგრამების შემუშავება; ახალი მონაცემთა ცენტრის (Data Center) ამოქმედება; საჯარო სკოლებში საკლასო ოთახებსა და კლას-კაბინეტებში ლოკალური ქსელის მოწყობის ორგანიზება; საჯარო სკოლების VoIP სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა; გამოცდების/კონკურსების ორგანიზება - ტექნიკური მხარდაჭერა და მონიტორინგი; ინფორმაციული უსაფრთოების მართვის სისტემის დანერგვა; ზოგად განათლებაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების პოლიტიკის (ICT Policy) დოკუმენტის შემუშავება; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის საინფორმაციო სისტემის (eSchool) განვითარება - არსებული მოდულების დახვეწა, ახალი მოდულების დეველოპმენტისა და მათი სისტემაში ინტეგრაციის უზრუნველყოფა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის დანერგვის ორგანიზება; პროფესიული საგანმანათლებლო დაწებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის (eVET) მოდიფიცირება ახალი საჭიროებების/მოდულური სწავლების შესაბამისად; eUNI - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის საინფორმაციო სისტემის შემუშავება; მასწავლებელთა შეფასების ელექტრონული სისტემის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა; სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად, პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემისა და რესურსების მოდიფიცირება; განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზების განვითარება; განათლების მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა; მართვის სისტემის მიერ შემუშავებული ელექტრონული პროდუქტების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულებისათვის თემატური ტრენინგების უზრუნველყოფა;
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022