სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ...
სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაძლებლობათა განვითარება, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, აგრეთვე, სხვა საჯარო და კერძო უწყებების სერვისების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე; ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ქვეყნის მასშტაბით მრავალმოსახლე და მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა, ხოლო იმ სოფლებში სადაც არ არის საზოგადოებრივი ცენტრები, „ლიბერთი ექსპრესების“ საშუალებით მომსახურების გაწევა; მუნიპიცალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვა; თითოეული მოქალაქის რეგისტრაციის მონაცემების დაკავშირება ახალ მისამართებთან (საველე სამუშაოების წარმოება - ფორმირებული მობილური ჯგუფების მიერ თითოეულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირება, მისამართების გადატანა სააგენტოს საინფორმაციო სისტემაში); სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია; ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის პროცესების უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით; მონაცემთა ხარისხის მართვის სისტემის შემუშავება, საქმისწარმოების ერთიანი სისტემის დანერგვა; მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება, პროაქტიულად გამოვლინდეს მონაცემთა ბაზაში არსებული შეცდომები, განხორციელდეს მონიტორინგი დოკუმენტების გაცემის საქმისწარმოების პროცესებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი ან არაზუსტი მონაცემებით დოკუმენტების გაცემა; მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაძლებლობათა განვითარების მიზნით, კომისიის ანალიტიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა, ეროვნულ დონეზე მიგრაციის სფეროში წარმოებული პროექტების საკოორდინაციო მექანიზმის დახვეწა, 2018 − 2020 წ.წ. სამოქმედო გეგმის შემუშავება, განახლდება ლეგალური მიგრაციის გზამკვლევის განახლება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022