Find program results

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება (27 01)

Allocated 102.8 c

Program implementer

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

Program description

პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ...

პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიზნით შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება; პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სრულყოფა და შესაბამისი მანქანა/დანადგარებითა და ინვენტარით აღჭურვა; მსჯავრდებულ/ბრალდებულთა საცხოვრებელი და ყოფითი პირობებისა გაუმჯობესება, რბილი ინვენტარის განახლება და პირადი ჰიგიენისათვის საჭირო საშუალებების შეძენა; პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პირთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით. ამასთანავე, პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის შესაბამისად პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ჰიგიენის, გადამდები დაავადებების კონტროლის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით; პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთათვის განათლების მიღების ხელშეწყობა - სახელობო და პროფესიული სწავლების პროგრამების განსაზღვრით. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით მათი დასაქმების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და საწარმოო ზონების შექმნა; პენიტენციურ სისტემაში მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამართლებრივი გარანტიების გაძლიერება - პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობის შენარჩუნებით და ცნობიერების ამაღლებით.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება; პატიმართა უფლებების დაცვის და მათი პირობების გაუმჯობესების უზრუნველყოფა; ეფექტური სარეაბილიტაციო ღონისძიებების საშუალებით რეციდივის შემცირება.
·      გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები და რეფორმები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პენიტენციური სისტემის ჩამოსაყალიბებლად; ·      პატიმართა უფლებების დაცვა და უკეთესი მოპყრობა უზრუნველყოფილია; ·      შექმნილია და მიმდინარეობდა ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სახალხო დამცველის 2014-2015 წლის ანგარიშებში აღნიშნულია დადებითი ტენდეციები პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, კერძოდ: განხორციელდა სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სისტემის დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებულ უწყებად გარდაქმნას უზრუნველყოფს; სამინისტროს შიდა სტრუქტურა გაიყო ორ ნაწილად: სამოქალაქო და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად; გადაიჭრა დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა, გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა, მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობი 2 კვ.მ-დან 4 კვ.მ-მდე გაიზარდა; შემოღებული იქნა ახალი სისტემა - მსჯავრსებულთა კლასიფიკაცია საშიშროების რისკის მიხედვი; 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა N16 დაწესებულება, როგორც დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება; შემუშავდა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა, რაც მსჯავრდებულთა წარმატებული რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა; სოციალურად დაუცველებისთვის ხანგრძლივი პაემანი გახდა უფასო, არასრულწლოვანთა ხანგრძლივი პაემნის ღირებულება განახევრებულია, არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება ტრანსფორმირებულია სარეაბილიტაციო დაწესებულებად; დადებითად შეფასდა ხანგრძლივი პაემანის ინფრასტრუქტურის მოწყობა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში; ასევე მოწონებულია წინა წლებთან შედარებით მსჯავრდებულთა წახალისების მაჩვენებლის გაზრდა; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული რეკომენდაციებისა და შენიშვნების ანალიზი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება სისტემას არ შეუძლია სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო. მათ შორის, რიგ შემთხვევებში, არარელევანტურობის, სხვა პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებებიდან გამომდინარე; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა რიცხოვნობის ზრდა
1.საბაზისო მაჩვენებელი - სახალხო დამცველის 2014-2015 წლის ანგარიშებში აღნიშნულია დადებითი ტენდეციები პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, კერძოდ: განხორციელდა სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც სისტემის დასავლურ სტანდარტებზე ორიენტირებულ უწყებად გარდაქმნას უზრუნველყოფს; სამინისტროს შიდა სტრუქტურა გაიყო ორ ნაწილად: სამოქალაქო და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურად; გადაიჭრა დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა, გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა, მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობი 2 კვ.მ-დან 4 კვ.მ-მდე გაიზარდა; შემოღებული იქნა ახალი სისტემა - მსჯავრსებულთა კლასიფიკაცია საშიშროების რისკის მიხედვი; 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა N16 დაწესებულება, როგორც დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება; შემუშავდა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა, რაც მსჯავრდებულთა წარმატებული რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა; სოციალურად დაუცველებისთვის ხანგრძლივი პაემანი გახდა უფასო, არასრულწლოვანთა ხანგრძლივი პაემნის ღირებულება განახევრებულია, არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება ტრანსფორმირებულია სარეაბილიტაციო დაწესებულებად; დადებითად შეფასდა ხანგრძლივი პაემანის ინფრასტრუქტურის მოწყობა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში; ასევე მოწონებულია წინა წლებთან შედარებით მსჯავრდებულთა წახალისების მაჩვენებლის გაზრდა; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული რეკომენდაციებისა და შენიშვნების ანალიზი; მიღწეული მაჩვენებელი - ·      სამინისტროს მიერ განხორციელებული ზოგიერთი ღონისძიება სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია დადებითად, კერძოდ: üმსჯავრდებულთა შემცირებული რაოდენობა; üპატიმრის დეესკალაციის ოთახში მოთავსების ხანგრძლივობის შემცირება (მოთავსების მაქსიმალურ ვადად 72 საათის განისაზღვრა); üN5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში სკანერების დამონტაჟება; ü  პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები; üსუიციდის პრევენციის პროგრამის პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედება; ü  სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემაში მოქმედი სტანდარტების პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში იმპლემენტაცია; ü  პატიმართა ინფორმირება მათი უფლებების, აგრეთვე მოთხოვნის/საჩივრის შეტანის უფლების და განხილვის პროცედურის შესახებ; ·      მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ არსებული მოქმედი კანონმდებლობის ანალიზისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებული და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობის კოდექსსა და მის თანმდევ კანონებში ცვლილებებს (სულ 19 კანონის პროექტი). განხორციელებული ცვლილებები ემსახურება სასჯელის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულებას, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022