სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათზე გაწეული დანახარჯების შემცირება, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ...
სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათზე გაწეული დანახარჯების შემცირება, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; სახელმწიფო უწყებების მომსახურება IT სერვისების სრული სპექტრით, რაც მოიცავს ქსელურ უზრუნველყოფას, ელფოსტის სერვისს, ონლაინკომუნიკაციის საშუალებებს, ტელევიდეოკონფერენციას, დროისა და დავალებების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას, უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის გატარებას, არასასურველი და მავნე ელექტრონული ფოსტის, პროგრამებისა და ვირუსებისგან დაცვას, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი IT მხარდაჭერის ქოლცენტრის შექმნასა და ინციდენტების მართვას, ციფრული ტელეფონის სერვისს, სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა კომპიუტერული ტექნიკის ადგილზე მომსახურებას და სხვა; სახელმწიფო ორგანიზაციებში პროცესების ავტომატიზებისა და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარება და კონკრეტული ინოვაციური ბიზნესგადაწყვეტილებების შემუშავება, რომლებიც მორგებული იქნება დამკვეთის ბიზნესპროცესებზე; დანერგილი ქლაუდტექნოლოგიის (ღრუბლოვანი ტექნოლოგია) განვითარება როგორც პროგრამული, ისე გამოთვლითი სიმძლავრეებისა და მასშტაბების მიმართულებებით; ქლაუდინფრასტრუქტურით (IaaS) სარგებლობით უზრუნველყოფა დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022