შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; სამართლის ცალკეული დარგის განვითარების ...
შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; სამართლის ცალკეული დარგის განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით; ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა; მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება; სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროს განვითარების (სისხლის სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შრომის სამართალი, დემოკრატიული მმართველობა და ანტიკორუფციული რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლება და სხვა) მიზნით საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ეროვნული კანონმდებლობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა და ა.შ; კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, დემოკრატიული მმართველობის სფეროებში საჯარო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების ხელშეწყობა; შედარებით სამართლებრივი და სოციოლოგიური კვლევების ჩატარება; საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე, კანონმდებლობით განსაზღვრული კატეგორიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა; საზღვარგარეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა; სამართლებრივი პოლიტიკის შემუშავება და იმპლემენტაცია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია, წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, გაერო-ს სანქციების ეროვნულ დონეზე იმპლემენტაცია; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სახელშეკრულებო ორგანოებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებზე მიმდინარე დავებში წარმომადგენლობის განხორციელება; საქართველოს სასამართლო ინსტანციებში მიმდინარე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა; უცხო ქვეყნების სასამართლოებსა და არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობა; აგრეთვე, სახელმწიფო წარმომადგენლობა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერო-ს სახელშეკრულებო (ადამიანის უფლებათა დაცვის კვაზი სასამართლო) ორგანოებში მიმდინარე საქმეებზე; ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების საქმეების მართვა და კოორდინაცია; ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულება; სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირება, ორგანიზაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა; უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება და მონიტორინგის მექანიზმის დახვეწა; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ყოველწლიური განახლება; იმპლემენტაციის პროცესში უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია; წლიური პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება; მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების ხელშეწყობა და პირობების შესრულების შესახებ ანგარიშის მომზადება და ევროპის კავშირის დელეგაციისათვის წარდგენა; ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ყოველწლიური განახლება, ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის ბოლო ექვსი თვის პროგრესის, 2016 წლის მონიტორინგის ანგარიშისა და 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ანგარიშების მომზადება და გამოქვეყნება. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლებისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმების შემუშავება, ანტიკორუფციული საბჭოს ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობის უზრუნველყოფა და სხვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022