Find program results

მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (32 05)

Allocated 100 c

Program implementer

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი; სსიპ – საქართველოს სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია; სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი; სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

Program description

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის ინტეგრაციის ხელშეწყობა; ...

სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის ინტეგრაციის ხელშეწყობა; აკადემიური პერსონალის მობილობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის, ასევე მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება; სამეცნიერო გრანტების დაფინანსებით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების ხელშეწყობა; მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების და დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამის საგრანტო დაფინანსება; სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობა; სამეცნიერო კვლევების მართვის ოპტიმალური სქემის შემუშავება; სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის განსხვავებული ფორმების ამოქმედება; საინოვაციო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებისათვის შესაბამის სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება; უნივერსიტეტებში კვლევების კომერციალიზაციის ხარისხის ამაღლება, სამეცნიერო მონაცემთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა, სისტემაში მოყვანილი ინფორმაცია ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის, მიღწევებისა და პრობლემების შესახებ; ახალი სამეცნიერო პროდუქტების დანერგვა.
·         მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით განვითარება და პოპულარიზაციია, ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა; ·         გაღრმავდა სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესი და ჩამოყალიბდა კონკურენტული კვლევითი გარემო; ·         გაიზარდა სკოლის მოსწავლეების მოტივაცია ფუნდამენტალური და სხვა მეცნიერებების შესწავლის მიმართულებით; ·         სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისა და ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისების მიზნით დაფინანსდა კვევითი პროექტები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობის, მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით 20-30% - ით გაზრდილი დაფინანსებული პროექტების რაოდენობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 30-35% - ით გაზრდილი დაფინანსებული პროექტების რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - ქვეყნიდან ახალგაზრდა მეცნიერთა და მკვლევართა გადინება
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობის, მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისების მიზნით 20-30% - ით გაზრდილი დაფინანსებული პროექტების რაოდენობა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი 30-35% - ით გაზრდილი დაფინანსებული პროექტების რაოდენობა; .ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე მიმდინარეობდა მუშაობა გამოყენებითი კვლევების ახალ კონცეფციაზე, რის გამოც არ გამოცხადდა გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი და დაფინანსდა მხოლოდ  2016 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 26 პროექტი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022