სოფლის მეურნეობის დარგში ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. ...
სოფლის მეურნეობის დარგში ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პროექტი შედგება 2 კომპონენტისგან: 1. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება; 2. სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 წყაროს გამოყენებით: ა) სააგენტოს თანადაფინანსება - პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 250,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში); ბ) შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი - პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ, არაუმეტეს 500,000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში); გ) ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა - პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10%, საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით. ასევე პროექტი გულისხმობს სპეც პირობებს 12 მუნიციპალიტეტისათვის.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022