საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ...
საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მასწავლებლების, სპეციალურ მასწავალებლების, მშობლებისა და სხვა სპეციალისტებისათვის სისტემური ტრენინგებით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით მათში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გაღვიძება; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მიერ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასება; საჯარო სკოლებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობასთან დაკავშირებით; სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობა მიუსაფარი ბავშვებისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო მოდელის განსაზღვრა; Ⴑპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების ბენეფიციარების უზრუნველყოფა სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, სადაც ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მოხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბენეფიციართა განვითარებაზე ზრუნვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022