Find program results

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (37 01)

Allocated 102.2 c

Program implementer

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Program description

ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება; ...

ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება; აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება; სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მართვა და ადმინისტრირება; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია.

აგრარული სექტორის განვითარება; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ზრდა;
·      ქართული პროდუქცია წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 6 სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ 6 საგამოფენო ღონისძიებაზე. ·      ქვეყნის შიგნით მოეწყო 2 გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიება. ·      2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 777 028.4 ათასი აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 83 529.3 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, შესაბამისად გაზრდილია ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობა.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობა; სექტორში დასაქმებულ ფერმერთა რაოდენობა; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი
მიზნობრივი მაჩვენებელი ·      წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობა; ·      სექტორში დასაქმებულ ფერმერთა რაოდენობა; ·      სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ·      2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 777 028.4 ათასი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია, კერძოდ: ü 2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოდან გერმანიაში განხორციელებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 5-ჯერ გაიზარდა და 3 200.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა; ü საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ ემირატებში ექსპორტირებულია 2.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. 2016 წელთან შედარებით ექსპორტი გაზრდილია 40%-ით; ü აზერბაიჯანში განხორციელდა 70 600.0 ათასი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. აღნიშნული მაჩვენებელი 2.3-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2017 წელს მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში აზერბაიჯანის წილმა 9.1% შეადგინა; ü ბელარუსში ექსპორტირებულია 18 000.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 36%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2017 წლის მონაცემებით, მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში ბელარუსის წილი შეადგენს 2.3%-ს; ü ლატვიაში ექსპორტირებულია 6.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, 2016 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია 43%-ით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022