Find program results

უმაღლესი განათლება (32 04)

Allocated 93.2 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი; სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

Program description

ერთიანი ეროვნული გამოცდების და საერთო სამაგისტრო გამოცდების ხელშეწყობა; ...

ერთიანი ეროვნული გამოცდების და საერთო სამაგისტრო გამოცდების ხელშეწყობა; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების უზრუნველყოფა; წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველყოფა; უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობით საერთაშორისო კავშირების განმტკიცება, განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ერთიანი ეროვნული გამოცდების და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარება; უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა განათლებისა და მომზადების მაღალი დონე; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საგრანტო და პროგრამული დაფინანსების სისტემების შემდგომი სრულყოფა; განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტების ხელშეწყობა; უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარება.
·         დაფინანსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები და უზრუნველყოფილი შესაბამისი სასწავლო პროცესები; ·         ჩატარებული ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის საგნის, 2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები და პროფესიულ სასწავლებლებში მისაღები გამოცდები; ·         დაფინანსებული სასწავლო და სამაგისტრო გრანტები და წარჩინებული სტუდენტების მიერ მიღებული სტიპენდიები; ·         საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსებულია სტუდენტები;
1 საბაზისო მაჩვენებელი - ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდის მომზადებისა და ჩატარების გათანაბრება საერთაშორისო სტანდარტებთან; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მინიმალური ცდომილების ალბათობა, ვინაიდან დაგროვებულია სისტემების შემუშავების გამოცდილება და სისტემების განვითარების პროცესში ჩართულნი არიან კვალიფიციური სპეციალისტები 2 საბაზისო მაჩვენებელი - საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად გაცემული სრული და ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სრული და ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის 20-30%-ით ზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - სტუდენტთა სტატუსების ცვლილება
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი -ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდის მომზადებისა და ჩატარების გათანაბრება საერთაშორისო სტანდარტებთან. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ხარვეზების გარეშე ჩატარდა სკოლის გამოსაშვები, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, პროფესიული და პრაქტიკოს მასწავლებელთა საგნის გამოცდები. 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად გაცემული სრული და ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სრული და ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობის 20-30%-ით ზრდა. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - წინა წელთან შედარებით გაზრდილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამების დასაფინანსებლად გაცემული სრული და ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა. დაფინანსდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული 33 000-მდე ბაკალავრი, მათ შორის ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული 8 000-მდე სტუდენტი. პრიორიტეტულ პროგრამულ მიმართულებებზე დაფინანსდა 18 000-მდე სტუდენტი, მათ შორის საანგარიში პერიოდში ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული 4 500-მდე სტუდენტი. სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსდა 2 000-მდე მაგისტრანტი, მათ შორის საანგარიში პერიოდში საერთო სამაგისტრო გამოცდებით ჩარიცხული 1 000-მდე სტუდენტი.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022