სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენის მიზნით მაღალი ხარისხის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხემცენარეების გამოყვანა; ...
სახელმწიფო ტყის ფონდის აღდგენის მიზნით მაღალი ხარისხის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხემცენარეების გამოყვანა; ტყის ჯიშთა სარგავი მასალის გამოყვანისათვის ტრადიციული მეთოდისა (ღია გრუნტში) და ასევე კონტეინერული მეთოდის (სასათბურე მეურნეობაში) გამოყენება; საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილ მცენარეთა სახეობების გამრავლების ხელშეწყობა; საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი და ადგილობრივი მოწყვლადი ორნიტოფაუნისა და იხტიოფაუნის წარმომადგენელთა სახეობების შენარჩუნების და გამრავლების ღონისძიებები; ერთი მხრივ, მიწების ეროზიისა და გამოფიტვის პრობლემების, ხოლო მეორე მხრივ სხვადასხვა სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით, ქარსაფარი ზოლების აღდგენა-განაშენიანებისათვის შესაბამისი სახეობების მაღალი ხარისხის ნერგების გამოყვანა; კაკალნაყოფიანების, კერძოდ, ნამყენი კაკალისა და ნუშის წარმოება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022