მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება და შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას ...
მოქალაქეთათვის კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია, მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება და შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, რომელთა უზრუნველყოფაც ხორციელდება პრევენციული, სარეაბილიტაციო, ალტერნატიული, ოჯახის გასაძლიერებელი მომსახურებებით და დამხმარე საშუალებებით; საპენსიო ასაკის მოსახლეობის პენსიით (ქალები 60 წელი, მამაკაცები 65 წელი) და სპეციფიკური კატეგორიების (ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის, სამოქალაქო ავიაციის, პარლამენტის ყოფილი წევრების, უმაღლესი რანგის დიპლომატების და სხვა) სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა; შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია; სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობების, მიზნობრივი ჯგუფებისთვის სოციალური პაკეტის, ლტოლვილთა-დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემწეობების, რეინტეგრაციის შემწეობის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ფულადი ბენეფიტების, ორსულობის და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემა, ასევე შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება; მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის/სოციალური პაკეტის მიმღებთათვის დანამატის დაფინანსება პენსიის/სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. ასევე, სამედიცინო პერსონალის დანამატების დაფინანსება - ექიმისთვის პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის - პენსიის ერთმაგი ოდენობით. მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აბონენტებისთვის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის), მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ სთ ელექტროენერგიის საფასურისა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022