სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ...
სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ბენეფიციარებზე სესხები (ან ლიზინგი) გაიცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ განახორციელებს ამ სესხების (ლიზინგის) საპროცენტო სარგებელის თანადაფინანსებას და ზოგ შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს როგორც სესხების უზრუნველყოფაში, ასევე უზრუნველყოფის სახით წარდგენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაში. პროექტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი. თანხა მოხმარდება 2013-2016 წლებში გაცემულ და 2017 წელს გასაცემ სესხებს (ლიზინგს). სესხის (ლიზინგის) მიზნობრიობაა სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი წარმოების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022