Find program results

სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო (55 00)

Allocated 98 c

Program implementer

Program description

საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; ...

საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; რელიგიური გაერთიანებების პრობლემებისა და რელიგიის სფეროში განათლების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; კავშირების და თანამშრომლობის დამყარება სხვადასხვა სახელმწიფოთა ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

რელიგიური გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა და წარმოება; უფლებამოსილი ორგანიზაციებისათვის რეკომენდაციების გაცემა რელიგიურ - საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობება-ნაგებობის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე; წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამოქალაქო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ტოლერანტული გარემოსა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად; რელიგიურ გაერთიანებათა შორის ინტერრელიგიური და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
·      დასრულების პროცესშია რელიგიური გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა; ·      სამოქალაქო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ტოლერანტული გარემოსა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად, ასევე, რელიგიურ საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობება-ნაგებობის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე მომზადდა 205 - რეკომენდაცია; ·      განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლებისა და ინტერრელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა რელიგიური თემების დღესასწაულთა თავმოყრას ერთი კალენდრის ფორმატში.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022