Find program results

ელექტრონული მმართველობის განვითარება (26 05)

Allocated 117.6 c

Program implementer

სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტო

Program description

მოქალაქეებისათვის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორისათვის სახელმწიფოს ელექტრონული სერვისების უსაფრთხოდ, ეფექტურად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ხელშეწყობა; სახელმწიფო ორგანიზაციების და კერძო სექტორის ...

მოქალაქეებისათვის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორისათვის სახელმწიფოს ელექტრონული სერვისების უსაფრთხოდ, ეფექტურად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ხელშეწყობა; სახელმწიფო ორგანიზაციების და კერძო სექტორის ინფორმაციის, საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების ურთიერთთავსებადობის საშუალებით მონაცემების ეფექტიანად და უსაფრთხოდ გაცვლის უზრუნველყოფა; სათანადო დონის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ინფორმაციის და მონაცემების მიმოცვლის პროცესებში (ინფორმაციული უსაფრთხოების პერიოდულ აუდიტი, ინფორმაციული უსაფრთხოების შეღწევადობის (მდგრადობის) ტესტირება, კომპიუტერული ინციდენტების აღმოჩენაზე გამიზნული ქსელური სენსორის დაყენება და მართვა, კიბერუსაფრთხოების საკითხების რეგულირება, ინციდენტებზე დახმარების ეროვნული ჯგუფის მიერ კომპიუტერული ინციდენტების გამოვლენა, პრევენცია და შედეგების მართვა; საერთაშორისო ვაჭრობის მხარდამჭერ სისტემაში გარდა საკონტეინერო გადაზიდვებისა, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვების ინტეგრაცია და ეროვნული სისტემის მსგავსი პროფილის საერთაშორისო სისტემებთან ინტეგრაცია; ელქტრონულ სერვისებთან ერთად სამოქალაქო და ბიზნესსექტორისთვის საჯარო, სტრუქტურიზებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ღია მონაცემების ქართულ პორტალზე (data.gov.ge) ღია მონაცემების გამოქვეყნება შესაბამის მეტამონაცემებთან ერთად; ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის საკუთარი ადმინისტრაციული ოფისის მშენებლობა, სათანადო ტექნიკით და ინვენტარით აღჭურვა, სასერვერო ფართის, საკონფერენციო და სატრენინგო დარბაზების, ელექტრონული სერვისების სადემონსტრაციო სივრცის და თანამშრომელთა სამუშაო ოთახების მოწყობა.

სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მონაცემთა გაცვლის ინფრაქტრუქტურის საშუალებით; ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული ცხრილების რაოდენობის ზრდა; კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირება.
·   მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში დაინერგა ახალი სერვისები; ·   გაიზარდა ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული ცხრილების რაოდენობა; ·   რეაგირება მოხდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების კომპიუტერულ ინციდენტებზე.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომია 71 სერვისი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2020 წლებში იგეგმება, ყოველწლიურად 15-მდე ელექტრონული სევისის დამატება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - არასაკმარისი დაფინანსება 2 საბაზისო მაჩვენებელი - ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებულია 170 მონაცემთა ცხრილი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2020 წლებში ღია მონაცემების პორტალზე ყოველწლიურად დამატებით 40 მონაცემთა ცხრილი გამოქვეყნდება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - არასაკმარისი დაფინანსება 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს მოხდა 800 ინფორმაციული ინციდენტზე რეაგირება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელი - 850 ინფორმაციულ ინციდენტზე რეაგირება; 2018 წელი - 900 ინფორმაციულ ინციდენტზე რეაგირება, 2019 წელი - 1,050 ინფორმაციულ ინციდენტზე რეაგირება; 2020 წელი - 1,200 ინფორმაციულ ინციდენტზე რეაგირება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - არასაკმარისი დაფინასნება
1.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ხელმისაწვდომია 71 სერვისი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2020 წლებში იგეგმება ყოველწლიურად 15-მდე ელექტრონული სერვისის დამატება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2017 წელს დაემატა 7 ახალი ელექტრონული სერვისი. 2.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებულია 170 მონაცემთა ცხრილი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2020 წლებში ღია მონაცემების პორტალზე ყოველწლიურად დამატებით 40 მონაცემთა ცხრილი გამოქვეყნდება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ღია მონაცემების პორტალზე დამატებით ატვირთულია 650 მონაცემთა ცხრილი XML და CSV ფორმატში. 3.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს მოხდა 800 ინფორმაციული ინციდენტზე რეაგირება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017 წელი − 850 ინფორმაციულ ინციდენტზე რეაგირება; 2018 წელი − 900 ინფორმაციულ ინციდენტზე რეაგირება, 2019 წელი − 1,050 ინფორმაციულ ინციდენტზე რეაგირება; 2020 წელი − 1,200 ინფორმაციულ ინციდენტზე რეაგირება. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - რეაგირება მოხდა 930 კომპიუტერულ ინციდენტზე. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე 1.            2017 წლის განმავლობაში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ დამატებულ იქნა 27 ახალი ელექტრონული სერვისი. აღნიშნული სერვისებიდან გაუქმდა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 8 სერვისი, რადგან შეიცვალა მათი წარმოების პროცესი, რაც სერვისების ახალ პროცესზე მორგებას მოითხოვს. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ გადაწყვეტილებით, მათი 13 სერვისი გაუქმდა და ზოგიერთი მათგანი გაერთიანდა 1 სერვისში.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022