Find program results

მუზეუმების ხელშეწყობა (33 04 01)

Allocated 122.5 c

Program implementer

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; სახელმწიფო მუზეუმები და სახლ-მუზეუმები

Program description

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემის მუზეუმების ხელშეწყობა და შეასბამისი პროექტების მხარდაჭერა; ...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემის მუზეუმების ხელშეწყობა და შეასბამისი პროექტების მხარდაჭერა; „კულტურის სტრატეგია - 2025“ დოკუმენტით სამუზეუმო საქმიანობის მიმართულებით განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტების განხორციელება; მუზეუმის, როგორც საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბება, მუზეუმების შესახებ არსებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება. მუზეუმების მართვის სისტემის გაუმჯობესება, მუზეუმების მატერიალუერი ბაზების მოწესრიგება და ტექნიკური აღჭურვა; მუზეუმთან მიმართებაში საზოგადოების ცნობადობის ასამაღლებლად სხვადასხვა მიმართულების ღონისძიებების ორგანიზება; სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, ექსპონატების გადარჩენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება; ეროვნულ უმცირესობათა კულტურის წარმოჩენა; უნარშეზღუდულ პირთა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირება;

„კულტურის სტრატეგია - 2025“ დოკუმენტით სამუზეუმო საქმიანობის მიმართულებით განსაზღვრული ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების მონიტორინგი, გაუმჯობესებული სამუზეუმო მენეჯმენტი; მუზეუმების მოწესრიგებული მატერიალური ბაზები; აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი მუზეუმები, რესტავრირებული და კონსერვირებული ექსპონატები; მუზეუმებში ეტაპობრივად დანერგილი სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (eGMC), მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა - მუზეუმთან მიმართებაში საზოგადოების ცნობადობის ამაღლება, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მუზეუმის პოპულარიზაციისთვის გატარებული აქტივობები (გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, ახალი ექსპოზიციების, გზამკვლევების და სხვა სარეკლამო მასალის გამოცემა), მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა კულტურის წარმოჩენისა და, უნარშეზღუდულ პირთა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებაზე მუშაობა.
·      განხორციელდა „კულტურის სტრატეგია - 2025“ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სამუზეუმო საქმიანობის პრიორიტეტების მონიტორინგი, გაუმჯობესდა სამუზეუმო მენეჯმენტი; მოწესრიგდა მუზეუმების მატერიალური ბაზები; მუზეუმები აღიჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით, რესტავრირებული და კონსერვირებულია სამუზეუმო ექსპონატები; სსიპ მუზეუმებში დანერგილია სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (egmc.gov.ge.), ეტაპობრივად ხორციელდება სისტემის დანერგვა რეგიონებში (ამჟამად მიმდინარეობს აჭარის მუზეუმებში დანერგვის პროცესი); განხორციელებულია ღონისძიებები მუზეუმთან მიმართებაში საზოგადოების ცნობადობის ამაღლების მიზნით, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა კულტურის წარმოჩენისა და უნარშეზღუდულ პირთა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მუზეუმის პოპულარიზაციისთვის ჩატარებულია სხვადასხვა მიმართულების აქტივობები, საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსზე.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა - 12 ღონისძიება, რესტავრირებული და კონსერვირებული 320 ექსპონატი, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგება და ტექნიკური აღჭურვა - 37; მიზნობრივი მაჩვენებელი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა, - 73, რესტავრირებული და კონსერვირებული 1050-ზე მეტი ექსპონატი, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგება და ტექნიკური აღჭურვა - 45; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - სამინისტროს სისტემის 6 მუზეუმში დანერგილი სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (eGMC); მიზნობრივი მაჩვენებელი - სამინისტროს სისტემის 18 და მუნიციპალური დაქვემდებარების 60 მუზეუმში ეტაპობრივად დანერგილი სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა (eGMC); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
1.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა - 12 ღონისძიება, რესტავრირებული და კონსერვირებული 320 ექსპონატი, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგება და ტექნიკური აღჭურვა - 37 პროექტი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა - 73 ღონისძება, რესტავრირებული და კონსერვირებული 1050-ზე მეტი ექსპონატი, სამუზეუმო სისტემის მატერიალური ბაზების მოწესრიგება და ტექნიკური აღჭურვა - 45 პროექტი. მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - მუზეუმებში მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის ხელშეწყობა - 80-მდე ღონისძიება, რესტავრირებული და კონსერვირებულია 2500-ზე მეტი ექსპონატი, მუზეუმების მატერიალური ბაზების მოწესრიგებისა და ტექნიკური აღჭურვის მიზნით განხორციელებული 50-მდე პროექტი. 2.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სამინისტროს სისტემის 6 მუზეუმში დანერგილი სამუზეუმო ფასეულობათა ელექტრონული აღრიცხვის სისტემა (eGMC). დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სამინისტროს სისტემის 18 და მუნიციპალური დაქვემდებარების 60 მუზეუმში ეტაპობრივად დანერგილი სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა (eGMC). მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - სამინისტროს სისტემის 23 მუზეუმში დანერგილია სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის ელექტრონული სისტემა (egmc.gov.ge.), ეტაპობრივად მიმდინარეობს აღნიშნული სისტემის დანერგვა მუნიციპალური დაქვემდებარების მუზეუმებში, ამ ეტაპზე აჭარის ა/რ მუზეუმებში. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ·         მუნიციპალური დაქვემდებარების მუზეუმებში სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვის ელექტრონული სისტემის (egmc.gov.ge.) დანერგვა დაგეგმილი იყო ეტაპობრივად (2017-2020), წელიწადში 20-მდე მუზეუმში და არა ერთ წელს 60 მუზეუმში. დღეის მდგომარეობით სისტემა ინერგება აჭარის ა/რ მუზეუმებში. მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება იმ მუზეუმებში, რომლებსაც გამართული ტექნიკური ბაზა აქვთ. 3.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - მუზეუმების მიერ განხორციელებული აქტივობა - 340. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მუზეუმების მიერ განხორციელებული აქტივობა - 500. მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - მუზეუმების მიერ განხორციელებული აქტივობა - 550.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022