Find program results

ზოგადი განათლების ხელშეწყობა (32 02 12)

Allocated 97.6 c

Program implementer

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ...

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა; მოსწავლეებისათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებულებისათვის დროული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა; 2017-2020 სასწავლო წლისთვის საკლასო ჟურნალით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უზრუნველყოფა; სვადასხვა სასკოლო ინიციატივების დაფინანსებისა და ასევე სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების გზით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის და სასკოლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიერ ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისა და ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა; პედაგოგებისა და სკოლების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა მოსწავლეთა არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩასართავად; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართული ენის სწავლება ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებულობისა და მოსწავლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა.

სასკოლო ინიციატივებისა წახალისება და სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ხელშეწყობა; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; წარმატებული სკოლების და პედაგოგების წახალისება; გალის რაიონის პედაგოგების გადამზადება და აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისათვის მომზადება; მშობელთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის დონის ამაღლება; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალებით უზრუნველყოფა; აზერბაიჯანის რესპუბლიკაში არსებული ქართული სკოლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა;
·         ამაღლდა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ცოდნის დონე ქართულ ენაში; ·         თანაბარი პირობების მქონე შეჯიბრში მონაწილეობით მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაციის დონე და საკუთარი თავის/სკოლის და ქალაქისა თუ სოფლის წარმოჩენის სურვილი; ·         გაიზარდა გალის რაიონში სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა კონკურენტუნარიანობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე; ·         ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებში და მათ მშობლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით გაიზარდა მოტივაცია და ამაღლდა ცნობიერება; ·         მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება; ·         ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებში და მათ მშობლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით გაიზარდა მოტივაცია და ამაღლდა ცნობიერება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული დაფინანსებული მცირებიუჯეტიანი პროექტები; პროექტის განხორციელებაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა; სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები; მიზნობრივი მაჩვენებელი - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული დაფინანსებული მცირებიუჯეტიანი პროექტები; პროექტის განხორციელებაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა; სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები; შესაძლო რისკები - სამინისტროში შემოსული არაეფექტური და/ან არამიზნობრივი პროექტები 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს ფულადი პრემიებით წახალისებულია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების 150-მდე პედაგოგი; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად დაჯილდოებულია ბენეფიციარ მასწავლებელთა 100% 3 საბაზისო მაჩვენებელი - გადამზადებულ იქნა გალის რაიონის 46 პედაგოგი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - საზღვრის გადაკვეთისას არსებული პრობლემები 4 საბაზისო მაჩვენებელი - მშობელთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის დონის გაზრდის მიზნით შემუშავდება და სამინისტროს ვებ. გვერდზე განთავსდება მშობელთათვის განკუთვნილი ელექტრონული გზამკვლევი; ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით მოხდება მშობელთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; მიზნობრივი მაჩვენებელი - მშობელთა მიერ ელექტრონული გზამკვლევის მოხმარების მაჩვენებელი; ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით მშობლებთან ჩატარებული არანაკლებ 20 საინფორმაციო შეხვედრა 5 საბაზისო მაჩვენებელი - 2016-2017 სასწავლო წლისთვის 2 085 საჯარო სკოლის და, საჭიროებისამებრ, კერძო სკოლების სასკოლო ჟურნალებით უზრუნველყოფა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2018 სასწავლო წლისთვის საკლასო ჟურნალებით ყველა საჯარო და საჭიროებისამებრ, კერძო სკოლების უზრუნველყოფა
1.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი -ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული დაფინანსებული მცირებიუჯეტიანი პროექტები; პროექტის განხორციელებაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა; სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული დაფინანსებული მცირებიუჯეტიანი პროექტები; პროექტის განხორციელებაში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობა; სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ცვლილება პრიორიტეტების შესაბამისად, რომლის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები გადანაწილდა სხვა პრიორიტეტული ღონისძიებებზე, კერძოდ ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა“ და „საბავშო ანიმაციური სერიალის კონკურსი“, ხოლო სასკოლო ინიციატივების წახალისების მიზნით მცირებიუჯეტიანი პროექტების დაფინანსება, განხორციელდა პროგრამის „სკოლების საგრანტო დაფინანსება“ ფარგლებში. 2.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს ფულადი პრემიებით წახალისებულია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების 150-მდე პედაგოგი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად დაჯილდოებულია ბენეფიციარ მასწავლებელთა 100% ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ცვლილება პრიორიტეტების შესაბამისად, რომლის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები გადანაწილდა სხვა პრიორიტეტული ღონისძიებებზე, კერძოდ ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა“ და „საბავშო ანიმაციური სერიალის კონკურსი“. 3.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი -გადამზადებულ იქნა გალის რაიონის 46 პედაგოგი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გადამზადდა გალის რაიონის 46 პედაგოგი; 4.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი -მშობელთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის დონის გაზრდის მიზნით შემუშავდება და სამინისტროს ვებ. გვერდზე განთავსდება მშობელთათვის განკუთვნილი ელექტრონული გზამკვლევი; ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით მოხდება მშობელთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მშობელთა მიერ ელექტრონული გზამკვლევის მოხმარების მაჩვენებელი; ადრეული ქორწინების პრევენციის მიზნით მშობლებთან ჩატარებული არანაკლებ 20 საინფორმაციო შეხვედრა. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ცვლილება პრიორიტეტების შესაბამისად, რომლის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები გადანაწილდა სხვა პრიორიტეტული ღონისძიებებზე, კერძოდ ,,ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა“ და „საბავშო ანიმაციური სერიალის კონკურსი“. 5.      დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი -2016-2017 სასწავლო წლისთვის 2 085 საჯარო სკოლის და საჭიროებისამებრ, კერძო სკოლების სასკოლო ჟურნალებით უზრუნველყოფა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2017-2018 სასწავლო წლისთვის საკლასო ჟურნალებით ყველა საჯარო და საჭიროებისამებრ, კერძო სკოლების უზრუნველყოფა მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მოთხოვნის შესაბამისად 38 038 ცალი სასკოლო ჟურნალი დარიგებულია საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022