მოძებნე პროგრამის შედეგები

პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დაფინანსება (06 04)

გამოყოფილია 100.7 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

პროგრამის აღწერა და მიზანი

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ...

”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საარჩევნო თემატიკაზე საგრანტო კონკურსების ჩატარება და გრანტებისათვის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხების განაწილების უზრუნველყოფა.

ქალების, მოწყვლადი ჯგუფებისა და ზოგადად ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა; საარჩევნო სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით ჩატარებული საგრანტო კონკურსები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
·      მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის კუთხით ჩატარდა 14 პროექტი; ·      ჩატარდა 21 საგრანტო პროექტი ინფორმირებული ამომრჩევლის საარჩევნო პროცესებში ჩართვის კუთხით, 6 პროექტი - ქალთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის კუთხით და 9 პროექტი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო 23 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 11 კვალიფიციური და 12 არაკვალიფიციური პარტიის) 1 431 წარმომადგენელმა; ·      ფინანსური მხარდაჭერა გაეწია საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიას.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - დაფინანსებული საგრანტო პროექტების რაოდენობა
1.მიზნობრივი მაჩვენებელი - დაფინანსებული საგრანტო პროექტების რაოდენობა მიღწეული მაჩვენებელი - დაფინანსდა 50 საგრანტო პროექტი

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019