მოძებნე პროგრამის შედეგები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების მართვა (35 01)

გამოყოფილია 112.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ - ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი; სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი. ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: ...

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი. ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: შრომის, სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; სოციალური დახმარებების, პენსიებისა და სხვადასხვა ფულადი თუ არაფულადი სახელმწიფო (მ.შ. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული) ბენეფიტების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება; ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება; სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების ზედამხედველობა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა; სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება; საზოგადოების გარკვეული ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი; ეპიდსაწინააღმდეგო და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა; საექიმო, საექთნო და ფარმაცევტული სპეციალობების ნუსხის განსაზღვრა; ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელება; სსიპ-სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მართვაში არსებული ფილიალების მართვა.

შრომის ბაზრის მონიტორინგსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, მონაცემთა მოძიება/შეგროვების სრულყოფილი მეთოდოლოგიები; საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური სერვისები; ბენეფიციარებისათვის დადგენილი გასაცემლების სრული და დროული მიწოდება; ფალსიფიცირებული, ვადაგასული და წუნდებული ფარმაცევტული პროდუქტისაგან დაცული მომხმარებელი; განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები; უკანონო სამედიცინო და საექიმო საქმიანობისაგან დაცული მოსახლეობა; საქართველოს მოსახლეობისათვის პირველადი სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სერვისის გამართული, დროული და ეფექტური მიწოდება რეგიონებში და ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში.
·         გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი; ·         შრომის ბაზრის მონიტორინგსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა, მონაცემთა მოძიება/შეგროვების სრულყოფილი მეთოდოლოგიები; ·         შემცირებულია სუბსტანდარტული, ვადაგასული და წუნდებული ფარმაცევტული პროდუქტების რაოდენობა ფარმაცევტულ ბაზარზე; ·         უზრუნველყოფილია ბენეფიციარებისათვის დადგენილი გასაცემლების სრული და დროული მიწოდება; ·         გაუმჯობესებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ხანდაზმულებისა და ოჯახის მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცხოვრების ხარისხი; ·         ტრეფიკინგის კუთხით გაზრდილია ცნობიერება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან და პრობლემასთან დაკავშირებით; ·         ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი მომსახურებით, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარებით, თავშესაფრებით და სხვა სერვისებით; ·         შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ღირსეული საცხოვრებელი პირობებით, პირველადი სამედიცინო მომსახურებით, სამკურნალო-სარეაბილიტაციო და დღის და სადღეღამისო მომსახურებებით; ·         მოსახლეობა უზრუნველყოფილია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით რეგიონებში და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო და სოციალური მომსახურებები 2 მიზნობრივი მაჩვენებელი - ბენეფიციარებისათვის დადგენილი გასაცემლების სრული და დროული მიწოდება 3 საბაზისო მაჩვენებელი - შერჩევით შეძენილ ფარმაცევტულ პროდუქტებს შორის არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების წილის შემცირება (2015წ- 1.15%); მიზნობრივი მაჩვენებელი - ფალსიფიცირებული და წუნდებული ფარმაცევტული პროდუქტის რაოდენობის მაჩვენებელი ბაზარზე - 0.9%; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0.02% 4 მიზნობრივი მაჩვენებელი - ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკის სტატისტიკური მაჩვენებელი 5 მიზნობრივი მაჩვენებელი - პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილი მოსახლეობა (რაოდენობა და გეოგრაფიული მოცვა)
1. მიზნობრივი მაჩვენებელი - თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო და სოციალური მომსახურებები მიღწეული მაჩვენებელი - ყველა მოქალაქისათვის გარანტირებულია სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით; 2. მიზნობრივი მაჩვენებელი - ბენეფიციარებისათვის დადგენილი გასაცემლების სრული და დროული მიწოდება მიღწეული მაჩვენებელი - დადგენილი გასაცემლების სრული და დროული მიწოდებით უზრუნველყოფილი ბენეფიციარები; 3. საბაზისო მაჩვენებელი - შერჩევით შეძენილ ფარმაცევტულ პროდუქტებს შორის არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების წილის შემცირება (2015წ- 1.15%); მიზნობრივი მაჩვენებელი - ფალსიფიცირებული და წუნდებული ფარმაცევტული პროდუქტის რაოდენობის მაჩვენებელი ბაზარზე - 0.9%; მიღწეული მაჩვენებელი - გამოვლენილი გაუვარგისებული, უხარისხო, სუბსტანდარტული, წუნდებული ფარმაცევტული პროდუქტების რაოდენობამ შეადგინა 84 469 ერთეული (ტაბლეტი, კაფსულა, ამპულა); 4. მიზნობრივი მაჩვენებელი - ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკის სტატისტიკური მაჩვენებელი მიღწეული მაჩვენებელი - ადამიანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი მომსახურებით, სამედიცინო (141 ბენეფიციარი), ფსიქოლოგიური (147 ბენეფიციარი), იურიდიული დახმარებით (102 ბენეფიციარი), ასევე თავშესაფრებითა (260 ბენეფიციარი) და სხვა სერვისებით; 5. მიზნობრივი მაჩვენებელი - პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილი მოსახლეობა (რაოდენობა და გეოგრაფიული მოცვა) მიღწეული მაჩვენებელი - პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მომსახურებით უზრუნველყოფილი და კმაყოფილი მოსახლეობა; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების ოპტიმალური განაწილების შედეგად, რეგიონული მასშტაბით, საქართველოს ტერიტორიის (გარდა თბილისი და ოკუპირებული ტერიტორია) სრულად დაფარვა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019