მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომსახურების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობა (30 07)

გამოყოფილია 0 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ VI თავით გათვალისწინებულ ევროკავშირის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის მართვის მოწმობების შესახებ დირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარე ...

საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ VI თავით გათვალისწინებულ ევროკავშირის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის მართვის მოწმობების შესახებ დირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის ეტაპობრივად დაახლოვება ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების წესის ცვლილების უზრუნველყოფა, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ავტოდრომის ან დახურული მოედნის გარეთ ქალაქის მასშტაბით ჩატარება და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და ინფრასტრუქტურის მოწყობა; იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების, იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების და იარაღის რეგისტრაციის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის, სატრანსპორტო საშუალებების, ნომრიანი აგრეგატებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მათი მისაბმელების რეგისტრაციის (რეგისტრაციაში ცვლილებები) პრცედურების დახვეწა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონიძიებების დაფინანსება.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დახვეწილი სანებართვო და სარეგისტრაციო პროცედურები; მოსახლეობისათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიწოდება; საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ VI თავით გათვალისწინებულ ევროკავშირის პარლამენტისა და საბჭოს 2006 წლის 20 დეკემბრის მართვის მოწმობების შესახებ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდგომ სატრანსპორტო საშუალების და/ან ტრაქტორის საერთაშორისოდ აღიარებული პროცედურების დაცვით მართვის უფლების მინიჭების შესაძლებლობა.
·         შემუშავებული მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩის პირობებში ჩაბარების წესები და ეტაპები; ·         მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩის პირობებში ჩაბარების მიზნით განსაზღვრული ავტომანაქანების სახეობები და რაოდენობები; ·         შეძენილი A, A1, B1, BE, C, CE და DE მართვის მოწმობის კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებები; ·         გარემონტებული საექსპერტო/დათვალიერების შენობა.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - სატრანსპორტო საშუალების და/ან ტრაქტორის მართვის უფლების ავტოდრომის ან დახურული მოედნის გარეთ ქალაქის მასშტაბით ჩატარებული გამოცდების მეშვეობით მიღება
1. მიზნობრივი მაჩვენებელი - სატრანსპორტო საშუალების და/ან ტრაქტორის მართვის უფლების ავტოდრომის ან დახურული მოედნის გარეთ ქალაქის მასშტაბით ჩატარებული გამოცდების მეშვეობით მიღება; მიღწეული მაჩვენებელი - ·         განსაზღვრული მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდების ეტაპები; ·         შერჩეული შესაბამისი მახასიათებლების მქონე სატრანსპორტო საშუალებები და განსაზღვრული მათი რაოდენობები; ·         შეძენილი 2 ცალი მოტოციკლეტი, 2 ცალი კვადროციკლი, 2 ცალი მიკროავტობუსი მისაბმელით და 2 ცალი სატვირთო მანქანა მისაბმელით; ·         ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოფიციალურ რეგისტრაციამდე საჭირო პროცედურების ერთი ფანჯრის პრინციპით მიღებისთვის ადაპტირებული გარემო.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019