გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: ...
გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება - შემუშავდება იურიდიული პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სახელმძღვანელო, რაც ხელს შეუწყობს გამომძიებლებისა და პროკურორების მიერ აღნიშნული დანაშაულის გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის განხორციელებას. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა − ადამიანის უფლებების დაცვა გამოძიების მიმდინარეობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების პროცესში; ამ სფეროში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევის გამომწვევი მიზეზების დადგენა და საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება; ოჯახური ძალადობის, წამების, არასათანადო მოპყრობის, უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტებზე ეფექტური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის შემუშავება და მიღება - შემუშავდება პროკურატურის მუშაკთა ახალი, პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისი ეთიკის კოდექსი; აღმოიფხვრება არსებული კოდექსის ბუნდოვანი ნორმები; მოხდება ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომების კონკრეტიზაცია. პროკურატურაში სამუშაო გარემოსა და პროკურორთა მოტივაციის სისტემის გაუმჯობესება − დაიხვეწება სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა; შეიქმნება პროკურორთა საჭიროებებზე მორგებული და ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამები; განხორციელდება პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის იმპლემენტაცია. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება − პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნება მასმედიასთან ურთიერთობის ეფექტური მექანიზმები, მოხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების არსებული მექანიზმების სრულყოფა; დაიხვეწება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, შეიქმნება ადგილობრივი საბჭოები. პროკურატურის როლის გაზრდა დანაშაულის პრევენციის პროცესში − ამ მიმართულებით შემუშავდება სტრატეგია და განხორციელდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება − განხორციელდება პროკურორთა გადამზადება არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე. ამასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი არასრულწლოვანთა მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019