მოძებნე პროგრამის შედეგები

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა (35 03)

გამოყოფილია 109.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა; დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებისათვის მზადყოფნის და საპასუხო რეაგირების ...

ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე მოსახლეობის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა; დაავადებათა პრევენციის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხეებისათვის მზადყოფნის და საპასუხო რეაგირების უზრუნველყოფა; გეგმური ამბულატორიული, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული, გეგმური ქირურგიული მომსახურება, ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია; მშობიარობისა და საკეისრო კვეთის სერვისების დაფინანსება. ბენეფიციართა გარკვეული ჯუფების (მაგ.: სოციალურად დაუცველი, საპენსიო ასაკი, ვეტერანები) შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფა; მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა პრევენცია; იმუნიზაცია, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობა, ასევე, ისეთი გადამდები დაავადებების, როგორიცაა ტუბერკულოზი, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები, აივ-ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების კონტროლი; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოსახლეობის სპეციალიზებული დახმარებით უზრუნველყოფა; დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება; თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტების დიალიზით, თირკმლის ტრანსპლანტაციითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; ინკურაბელური პაციენტების მკურნალობა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სამედიცინო ტრანსპორტირებისა და სოფლად ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა; რეფერალური დახმარების უზრუნველყოფა; სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება; საექიმო სპეციალობის მაძიებელთა დიპლომისშემდგომი/სარეზიდენტო მზადების დაფინანსება მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში.

მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალური მოცვა; სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება; ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირთა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გაზრდა; გადამდები და არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება; ტუბერკულოზით, აივ–ინფექცია/შიდსით და სხვა სოციალურად საშიში დაავადებებით ავადობის შემცირება; ვაქცინებით მართვადი ინფექციებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილება; C ჰეპატიტის გავრცელების შემცირება; საზღვრისპირა და მაღალმთიან რეგიონებში ადამიანური რესურსების უზრუნველყოფა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ტუბერკულოზის ინციდენტობა და პრევალენტობა; შიდსის გვიანი გამოვლენის მაჩვენებელი; იმუნიზაციით მართვადი დაავადებების ინციდენტობა; სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი პირველად აღრიცხულ პირთა პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც დიაგნოზის გამოვლენიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა; ჩვილ ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება და შენარჩუნებული იქნება მოსახლეობის უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურებით, შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019