მოძებნე პროგრამის შედეგები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (32 02 02)

გამოყოფილია 91.8 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა, მ.შ ზოგადი განათლების დაწესებულებაში დასაქმებული პირების (დირექტორებისა და მასწავლებლების), ასევე პროფესიული სასწავლებლების ...

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირთა, მ.შ ზოგადი განათლების დაწესებულებაში დასაქმებული პირების (დირექტორებისა და მასწავლებლების), ასევე პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლება; სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა; სამიზნე ჯგუფების პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის განმსაზღვრელი პროფესიული სტანდარტების შემუშავება, საერთაშორისო სტანდარტებისადმი და მოთხოვნებისადმი გათანაბრება და დანერგვა, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლება, სფეროში მიმდინარე სიახლეების გავრცელება; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებითა და ინტერვენციების განხორციელებით; მიზნობრივი ინტერვენციების განხორციელება ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ზოგადი განათლების სისტემაში წარმომადგენლობითი ფაქტორების შესაძლებლობების განვითარებისთვის.

პროფესიული სტანდარტების რევიზია და დანერგვა; მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ეფექტიანი დანერგვის ხელშეწყობა: სამიზნე ჯგუფების (მასწავლებლების, დირექტორების, პროფესიული განათლების მასწავლებლების) ეტაპობრივი პროფესიული განვითარებისა და კლავალიფიკაციის ამაღლებით, კარიერული წინსვლა და განათლების სისტემის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; სკოლის შიდა შეფასების ჯგუფების და ფასილიტატორების მომზადება (ტრენინგები, კონსულტირება); ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლება, რაც უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან ჩართულობას, როგორც საქართველოს საგანმანათლებლო, ასევე სამუშაო სექტორში.
·         შემუშავდა პროფესიული სტანდარტების დოკუმენტი; ·         დაინერგა ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესაბამისი ეტაპი; ·         ამაღლებულ იქნა სამიზნე ჯგუფების (მასწავლებლები, დირექტორები, პროფესიული განათლების მასწავლებლები) კვალიფიკაცია; ·         გაიზარდა სკოლის შიდა შეფასების ჯგუფებისა და ფასილიტატორების სამუშო პოტენციალი; ·         არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების ჩართულობა, როგორც საქართველოს საგანმანათლებლო, ასევე სამუშაო სექტორში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის წინასარევიზიო სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს განახლებულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და გასაჯაროვებულია სამიზნე ჯგუფებისთვის; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20 %; შესაძლო რისკები - ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებების განხორციელება, საინფორმაციო ღონისძიებებზე ბენეფიციართა დაუსწრებლობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს საპილოტე რეჟიმში ჩაეშვა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. 2015 წლის მონაცემებით 76% პრაქტიკოსი მასწავლებელია დასაქმებული სკოლაში, 23,7 % - უფროსი მასწავლებელი და 0,3 % - წამყვანი მასწავლებელი. შემუშავების პროცესშია მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების 5 კრედიტიანი ტრენინგ-კურსი, ეტაპობრივად მიმდინარეობს სამიზნე ჯგუფების ტრენინგები ზოგადპროფესიული და საგნობრივი მიმართულებებით; ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში ენობრივი ბარიერისა და მრავალფეროვანი პროფესიული რესურსების არარსებობის გამო; მიზნობრივი მაჩვენებელი - უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაზრდილია 10 %-ით; გადამზადებულია საგანჩაბარებული პრაქტიკოსი მასწავლებლების 80%; მასწავლებელთა, დირექტორთა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა რაოდენობა, ვინც გაიარა ტრენინგები; არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების საგნობრივი ტრენინგების მშობლიურ (აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ) ენაზე გავლა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მასწავლებლების მიერ საგნობრივი გამოცდის ჩაბარების დაბალი მაჩვენებელი, რთული გეოგრაფიული ზონები; მასწავლებელთა დაბალი მოტივაცია, ეროვნული უმცირესობების ენებზე მასალების ადაპტირება და პილოტირების პრობლემა 3 საბაზისო მაჩვენებელი - შიდა შეფასების ჯგუფის წევრები და ფასილიტატორები არ ფლობენ სათანადო ცოდნას/გამოცდილებას სქემის ფარგლებში მასწავლებელთა საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარების გზების შესახებ; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტრენინგი გავლილი აქვს სკოლის შიდა შეფასების ყველა წევრს და ფასილიტატორს. სკოლებში დანერგილია მასწავლებლის შეფასების სისტემა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - სკოლების ნაწილს არ აქვს დაკომპლექტებული შიდა შეფასების ჯგუფები. ელექტრონული სისტემის ტექნიკური ხარვეზები, არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ენობრივი ბარიერი 4 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული განათლების მასწავლებლებს არ აქვთ განათლება პროფესიულ პედაგოგიკაში, პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების ტრენინგები პროფესიაში არასისტემური და ფრაგმენტულია; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების მასწავლებელთა 15%-ს გავლილი აქვს ზოგადპედაგოგიური კურსი; პროფესიული მასწავლებლების 60%-ს გავლილი აქვს ტრენინგები საწარმოში; პროფ. მასწავლებელთა რაოდენობა, ვისაც გავლილი აქვს მოდულური სწავლების კურსი; პროფ. მასწავლებელთა რაოდენობა, ვისაც გავლილი აქვს ინკლუზიური განათლების კურსი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - მასწავლებელთა დაბალი მოტივაცია, ფინანსური დაუინტერესობლობის გამო საწარმოში ტრენინგებზე უარს იტყვიან მსხვილი და წარმატებული საწარმოები 5 საბაზისო მაჩვენებელი - პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში დასაქმებულია 98 კონსულტანტ-მასწავლებელი და 116 დამხმარე მასწავლებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დასაქმებულია 100 კონსულტანტ-მასწავლებელი და 200 დამხმარე მასწავლებელი; ადგილობრივი მასწავლებლების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ენის შემსწავლელ კურსებში და იუმჯობესებს ენის ფლობის დონეს; სკოლების რაოდენობა, მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც უტარდებათ ქართული ენის კვალიფიციური გაკვეთილები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - შესაბამისი კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ადგილობრივი მასწავლებლების დაბალი მოტივაცია
1.       საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის წინასარევიზიო სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს განახლებულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი და გასაჯაროვებულია სამიზნე ჯგუფებისთვის; მიღწეული - მომზადებულია პროფესიული სტანდარტების განახლებული დოკუმენტი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ შუალედური შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - პროფესიული სტანდარტების დოკუმენტი ამ ეტაპზე არ არის დამტკიცებული, იგი მომზადებულია და წარდგენილია ყველა შესაბამისი უწყებისათვის განხილვის მიზნით. 2.       საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს საპილოტე რეჟიმში ჩაეშვა „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“. 2015 წლის მონაცემებით 76% პრაქტიკოსი მასწავლებელია დასაქმებული სკოლაში, 23,7 % - უფროსი მასწავლებელი და 0,3 % - წამყვანი მასწავლებელი. შემუშავების პროცესშია მასწავლებელთა მომზადებისა და გადამზადების 5 კრედიტიანი ტრენინგ-კურსი, ეტაპობრივად მიმდინარეობს სამიზნე ჯგუფების ტრენინგები ზოგადპროფესიული და საგნობრივი მიმართულებებით; ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების მხოლოდ მცირე ნაწილია ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში ენობრივი ბარიერისა და მრავალფეროვანი პროფესიული რესურსების არარსებობის გამო; მიზნობრივი მაჩვენებელი - უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაზრდილია 10 %-ით; გადამზადებულია იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების 80%, რომელთაც ჩაბარებული აქვთ შესაბამისი საგნის გამოცდა; მასწავლებელთა, დირექტორთა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა რაოდენობა, ვინც გაიარა ტრენინგები; არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების საგნობრივი ტრენინგების მშობლიურ (აზერბაიჯანულ, რუსულ, სომხურ) ენაზე გავლა; მიღწეული - უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაიზარდა 8%-ით, განხორცილედა 5 კრედიტიანი კურსის ტრენინგები: თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში (ტრენინგი გაიარა ბენეფიციარების 56%), ინკლუზიური განათლება (ტრენინგი გაიარა ბენეფიციარების 40%), საგნობრივი მიმართულებით ტრენინგი გაიარა ბენეფიციარების 1%; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ შუალედური შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - უფროსი მასწავლებლების ხვედრითი წილი გაზრდილია 8%-ით ნაცვლად 10%-ისა, ვინაიდან არ განხორციელდა შიდა შეფასების დაკვირვების რუბრიკის დამტკიცება. 3. საბაზისო მაჩვენებელი - შიდა შეფასების ჯგუფის წევრები და ფასილიტატორები არ ფლობენ სათანადო ცოდნას/გამოცდილებას სქემის ფარგლებში მასწავლებელთა საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარების გზების შესახებ; მიზნობრივი მაჩვენებელი - სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის ყველა წევრს და ფასილიტატორს გავლილი აქვს ტრენინგი, შესაბამისად. სკოლებში დანერგილია მასწავლებლის შეფასების სისტემა; მიღწეული - გაიზარდა სკოლის როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერულ წინსვლაში და ამაღლდა სკოლაში თანამშრომლბითი კულტურა, შეიქმნა 2 260 მასწავლებლის შიდა შეფასების ჯგუფი, რომელთაგან 3 962 ფასილიტატორია. შეფასდა 9 207 მასწავლებელი. განხორციელდა სქემაში ჩართული სკოლის შეფასების ჯგუფის წევრების გადამზადება: „სკოლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის დაგეგმვა და განხორციელება“ – 1 806 დირექტორი, „პროფესიული საქაღალდის შეფასება“ – 16 888 მონაწილე, „სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“ - 14 499 მონაწილე, „პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება“- 11 082 მონაწილე; 3.       საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული განათლების მასწავლებლებს არ აქვთ განათლება პროფესიულ პედაგოგიკაში, პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარების ტრენინგები პროფესიაში არასისტემური და ფრაგმენტულია; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების მასწავლებელთა 15%-ს გავლილი აქვს ზოგადპედაგოგიური კურსი; პროფესიული მასწავლებლების 60%-ს გავლილი აქვს ტრენინგები საწარმოში; პროფესიული მასწავლებელთა რაოდენობა, ვისაც გავლილი აქვს მოდულური სწავლების კურსი; პროფესიული მასწავლებელთა რაოდენობა, ვისაც გავლილი აქვს ინკლუზიური განათლების კურსი; მიღწეული - მასწავლებელთა 15 %-ს გაიარა პედაგოგიური კურსი, საწარმოში დატრენინგდა მასწავლებელთა 60%. მასწავლებლების 38,3%-ს გავლილი აქვთ ტრენინგები ინკლუზიურ განათლებაში, მასწავლებელთა 81,9%-ს - ტრენინგი „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასებაში მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში“, მასწავლებელთა 49%-ს - ტრენინგი ,,მოდულური სწავლების საკითხები პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის“; 4.       საბაზისო მაჩვენებელი - პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში დასაქმებულია 98 კონსულტანტ-მასწავლებელი და 116 დამხმარე მასწავლებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დასაქმებული 100 კონსულტანტ-მასწავლებელი და 200 დამხმარე მასწავლებელი; ადგილობრივი მასწავლებლების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ენის შემსწავლელ კურსებში და იუმჯობესებს ენის ფლობის დონეს; სკოლების რაოდენობა, მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც უტარდებათ ქართული ენის კვალიფიციური გაკვეთილები. მიღწეული - სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივმა მასწავლებლებმა აიმაღლეს ქართული ენის ცოდნის დონე მინიმუმ ერთი საფეხურით; საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების/სექტორების მასწავლებლების 1.5% (85) გადამზადებულია საგნობრივ ტრენინგებში მათ მშობლიურ ენებზე; სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების 80%-ზე მეტში (197) წარმოდგენილია პროგრამის მონაწილე 114 კონსულტანტ-მასწავლებელი და 164 დამხმარე მასწავლებელი (28 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი).

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019