მოძებნე პროგრამის შედეგები

შეღავათიანი აგროკრედიტები (37 01 07)

გამოყოფილია 119.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ...

ქვეპროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით. ბენეფიციარებზე სესხები (ან ლიზინგი) გაიცემა პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებიდან, ხოლო ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ განახორციელებს ამ სესხების (ლიზინგის) საპროცენტო სარგებელის თანადაფინანსებას და ზოგ შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებს როგორც სესხების უზრუნველყოფაში, ასევე უზრუნველყოფის სახით წარდგენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაში. თანხა მოხმარდება, როგორც სააგენტოს 2013-2015 წელს "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში გაცემულ სესხებს, ასევე 2016 წელს გასაცემ სესხებს და ლიზინგს. პროექტის ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირი. სესხის (ლიზინგის) მიზნობრიობაა სოფლის მეურნეობის პირველადი და გადამამუშავებელი წარმოების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსება. ქვეპროგრამის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ;

სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების გახსნა და არსებულის გაფართოება; სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გაფართოება; სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის საბანკო კრედიტების გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ლიზინგით გაცემის ფორმის განვითარება; დარგში საბანკო სექტორის მონაწილეობის გაფართოება;
·   სააგენტოს მიერ პროცენტის სუბსიდირების შედეგად გაიზარდა ფერმერებისათვის შეღავათიან სესხებზე ხელმისაწვდომობა. პროექტის განხორციელებით შეიქმნა ახალი საწარმოები და გადაიარაღდა არსებული.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2013 წლიდან 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით გაცემულია 641 478 195 ლარის და 159 480 489 აშშ დოლარის 25 173 სესხი; სულ დაფინანსებულია 125 ახალი საწარმო და გადაიარაღებულია 665 საწარმოზე მეტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - სასოფლო-სამეურნეო დარგის დაფინანსებაში დაახლოებით 15 კომერციული ბანკის მონაწილეობა.; სავარაუდოდ 200 მილიონი ლარის 4 000 მდე ახალი სესხის (ლიზინგი) გაცემა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - გაცემული სესხის თანხის ოდენობა 10%; სესხების რაოდენობა 20%; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი - 2013-2015 წლებში სულ გაცემულია 24 247 სესხი 671 869.5 ათასი ლარის ოდენობით და 1 410 სესხი 184 251.9 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. სულ დაფინანსებულია 125 ახალი საწარმო და გადაიარაღებულია 665 საწარმოზე მეტი. მიზნობრივი მაჩვენებელი - სასოფლო-სამეურნეო დარგის დაფინანსებაში დაახლოებით 15 კომერციული ბანკის მონაწილეობა. სავარაუდოდ 200.0 მილიონი ლარის 4 000-მდე ახალი სესხის (ლიზინგი) გაცემა; მიღწეული მაჩვენებლები - პროექტში მონაწილეობდა 13 კომერციული ბანკი; 2016 წელს გაცემულია 1 892 სესხი 72.4 მლნ ლარის და 834 სესხი 51.9 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში სულ გადაიარაღდა 700 - მდე საწარმო და დაფინანსებულია 138 ახალი საწარმო.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019