უმაღლესი განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო ...
უმაღლესი განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენება, ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირებისათვის ხელშეწყობა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის ინტეგრაციის ხელშეწყობა; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის სკოლის გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ხელშეწყობა; საერთო სამაგისტრო გამოცდების, პროფესიული ტესტირებისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების უზრუნველყოფა; წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველყოფა; უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობით საერთაშორისო კავშირების განმტკიცება, განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა; განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტების ხელშეწყობა;
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019