1. საბაზისო მაჩვენებელი - სატყეო სფეროში არსებული არასრულყოფილი საკანონმდებლო და მეთოდოლოგიური ბაზა;
მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებული „ტყის კოდექსის“ პარლამენტში წარდგენილი ახალი ვარიანტი შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით; შეტანილია ცვლილებები მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებში;
მიღწეული მაჩვენებელი - შემუშავებული და მიღებულია ცვლილებები ტყითსარგებლობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში; შემუშავებულია ტყის ახალი კოდექსის პროექტი;
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - შეფერხდა საკანონმდებლო აქტების პროექტების შეთანხმების პროცესი და საკანონმდებლო აქტები პარლამენტს წარედგინება დაგეგმილ ვადაზე გვიან;
2. საბაზისო მაჩვენებელი - დღეის მდგომარეობით დონორების დახმარებითა და სააგენტოს დაფინანსებით ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელებულია 80 ჰა-ზე. განხორციელებულია გაშენებული ნარგაობის მოვლის სამუშაოები, გახარების მაჩვენებელი შეადგენს დაახლოებით 75%-ს. შესწავლილი და დაპროექტებულია ნახანძრალი ტერიტორიის 50,0 ჰა ფართობი; სააგენტოს მიერ რეგიონების მიხედვით გამოვლენილია დეგრადირებული ტყის ის ფართობები, რომლებიც საჭიროებენ აღდგენას. ასევე, მოწყობილია ტყის დროებითი სანერგეები, საიდანაც მიღებული ნერგებით ხდება ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებების წარმოება;
მიზნობრივი მაჩვენებელი - ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელებულია დამატებით 10 ჰა-ზე, გაშენებული ნერგების მოვლის ღონისძიებები ჩატარებულია 80 ჰა-ზე, ნერგების გახარების მაჩვენებელი შეადგენს საშუალოდ 75%-ს; მოწყობილია ტყის დროებითი სანერგეები 4,5 ჰა.ზე, თესლნერგების გამოსავლიანობა შეადგენს 80%-ს;
მიღწეული მაჩვენებელი - ტყის გაშენება განხორციელებულია დამატებით 25,4 ჰა-ზე, გაშენებული ნერგების მოვლის ღონისძიებები ჩატარებულია 97,4 ჰა-ზე, ნერგების გახარების მაჩვენებელი შეადგენს საშუალოდ 80-85%-ს; მოწყობილია ტყის დროებითი სანერგეები 2,56 ჰა-ზე.
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - სწრაფმზარდი სახეობების (აკაცია) თესლნერგების მისაღებად მოწყობილ სანერგეებში მიღებული შესანიშნავი შედეგის გამო, საჭირო აღარ გახდა შექმნილიყო ახალი სანერგეები, მიღებული რაოდენობა თესლნერგებისა აკმაყოფილებდა ორ პლანტაციას.
3. საბაზისო მაჩვენებელი - მავნებებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის აქტიური ღონისძიებები ხორციელდება 2013 წლიდან. დაზიანებული ტყის ფონდის ტერიტორია შეადგენს დაახლოებით 49 000 ჰა-ს. 2013 წლის პერიოდიდან დღემდე მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებულია 24 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 50%-ით; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 60%-ით;
მიზნობრივი მაჩვენებელი - მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებული 22 000 ჰექტარი; მავნებელ დაავადებათა პროგრესირება შემცირებულია 40%-ით; ტყეების სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია 50%-ით;
მიღწეული მაჩვენებელი - მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირების და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების პროცენტულმა მაჩვენებელმა 50% შეადგინა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელ-დაავადებათა პროგრესირების შემცირებისა და ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დამუშავებულია 22 000 ჰექტარი; კოლხური ბზის გადასარჩენად დამუშავებულია 400,0 ჰა დასავლეთ საქართველოს 3 რეგიონში (გურიის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში);
4. საბაზისო მაჩვენებელი - 2014 წლიდან დაიწყო ხანძარსაშიშ უბნებში სპეციალური ნიშნებისა და საინფორმაციო დაფების განთავსება. დღეის მდგომარეობით განთავსებულია 1 000 ერთეულამდე სპეციალური ნიშანი, 9 სატყეო სამსახური აღჭურვილია მხოლოდ პირველადი სახანძრო ინვენტარით;
მიზნობრივი მაჩვენებელი - დამატებით 500 ერთეული სპეციალური ნიშანი და საინფორმაციო დაფა განთავსებული 44 სატყეო უბანში. სატყეო სამსახურების (9 სატყეო სამსახური) აღჭურვის გაუმჯობესება ხანძასაწინააღმდეგო ინვენტარით. ხანძარსაშიშ უბნებში ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად ხანძრის წარმოშობის რისკები შემცირებული 40-50%-ით;
მიღწეული მაჩვენებელი - განთავსებულია 90 ერთეულამდე საინფორმაციო დაფა და სპეციალური ნიშნები განსაკუთრებით ხანძარსაშიშ უბნებში; ყველა სატყეო სამსახური აღჭურვილია ხანძრის ლოკალიზებისათვის საჭირო პირველადი ინვენტარით.
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - წლის დასაწყისში სატყეო სამსახურების მიერ შეფასდა ხანძარსაშიშ ადგილებში განსათავსებელი საინფორმაციო ბანერების რაოდენობა და მათ მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა საჭირო რაოდენობის შესყიდვა დაგეგმილზე ნაკლები რაოდენობით.
5. საბაზისო მაჩვენებელი - გამოყოფილ ტყეკაფებში არსებულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი დაბალია; სატყეო-სამეურნეო გზების არარსებობა ან არსებულის ხარისხი ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობისგან მოშორებით მდებარე ტყეკაფების ხელმისაწვდომობას. ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (ძირითადად სოფლად მცხოვრები) დამოკიდებულია ტყეზე, მერქნული რესურსის მოხმარების მხრივ. მოსახლეობა წლის განმავლობაში ახორციელებს მერქნული რესურსის ათვისებას გამოყოფილი ტყეკაფებიდან; მოსახლეობის და საბიუჯეტო ორგანიზაციების მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო სამეურნეო გზების მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო 2014 წელს, დღეის მდგომარეობით მოწყობილია 260-მდე კმ. გზა;
მიზნობრივი მაჩვენებელი - მოსახლეობის მერქნულ რესურსებზე (მ.შ. სათბობი შეშა) მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილი ტყეკაფები საშუალოდ 700,0 ათ. კუბური მეტრი წლიურად, ტყეკაფების გამოყოფა მერქნული რესურსის მოპოვების სამუშაოების სეზონურობის გათვალისწინებით, ყოველწლიურად არაუგვიანეს აგვისტოს თვისა; ყოველწლიურად მოწყობილ/რეაბილიტირებული ტყეკაფებამდე მისასვლელი 180-200 კმ სიგრძის სატყეო-სამეურნეო გზა, რომელიც ექსპლუატაციისათვის მზად იქნება არაუგვიანეს აგვისტოს თვისა, რითაც ხე-ტყის გამოყოფილ რესურსზე ხელმისაწვდომობა მოხდება სრულად;
მიღწეული მაჩვენებელი - სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა/რეაბილიტაცია განხორციელდა 55,7 კმ-ზე, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობით გაიზარდა გამოყოფილი ტყეკაფების ათვისებისა და მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი; მოსახლეობის, საბიუჯეტო და სხვადასხვა ორგანიზაციების ხე-ტყით უზრუნველყოფის მიზნით გამოყოფილია ტყეკაფები 583.4 ათასი კბმ ოდენობით;
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობის მიზნით შეფასდა პრიორიტეტული სატყეო უბნები და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საკუთარი მატერიალური და ფინანსური რესურსებით მომხდარიყო (ბალანსზე არსებული მძიმე ტექნიკითა და ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ, თხოვების წესით გადმოცემული სატრანსპორტო საშუალებებით) გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მხოლოდ 55.7 კმ-ზე და ამ ღონისძიებაზე მომსახურეობის შესყიდვა არ განხორციელებულა.
6. საბაზისო მაჩვენებელი - ტყის რესურსების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოძველებულია და არ ასახავს ფაქტიურ მდგომარეობას. ტყის მართვის განახლებული გეგმები შედგენილია მხოლოდ 2 სატყეო უბნისათვის (46 სატყეო უბნიდან), რაც არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის 5 %-ს შეადგენს;
მიზნობრივი მაჩვენებელი - ტყის მართვის გეგმები შედგენილია დამატებით 2 სატყეო (ასპინძა-ახალქალაქი და ახალციხე) უბნისათვის საერთო ფართობით 55 000 ჰა, საერთო ჯამში განახლებული ტყის მართვის გეგმა მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაახლოებით 7,8%-ს;
მიღწეული მაჩვენებელი - ტყის მართვის გეგმები შედგენილია დამატებით 2 სატყეო (ასპინძა-ახალქალაქი და ახალციხე) უბნისათვის საერთო ფართობით 53.6 ჰა, საერთო ჯამში განახლებული ტყის მართვის გეგმა მოიცავს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის დაახლოებით 7,8%-ს;