მოძებნე პროგრამის შედეგები

რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა (25 01)

გამოყოფილია 101.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

პროგრამის მიზანია რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შემუშავება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების ...

პროგრამის მიზანია რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შემუშავება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში წინადადებების შემუშავება. სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სექტორებსა და დარგებში დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი საჯარო სერვისების მიწოდების, მუნიციპალიტეტებში სოციალური გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის დანერგვა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია; კონპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ტერიტორიული ოპტიმიზაცია და გაძლიერება; სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების შექმნა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა. საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებისა და გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია. საქართველოში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობასთან, მართვასთან და დახურვასთან, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასთან და მართვასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა და გადაწყვეტა. უფლებამოსილების ფარგლებში, რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაცია.

რეგიონულ განვითარებასა და ადგილობრივ თვითმმართველობაზე შემუშავებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები. შემუშავებული და განხორციელებულია ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურა და რეგიონალური მმართველობა; გაზრდილია კვალიფიციური კადრების რაოდენობა მუნიციპალიტეტებში.
·   შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემა; ·   განხორციელდა რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროცესის მხარდაჭერის ღონისძიებები.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - კვალიფიციური კადრების რაოდენობა გაზრდილია ადგილობრივ თვითმმართველობებში; აშენებულია, მოწესრიგებულია და რეაბილიტირებულია ინფრასტრუქტურა; შესაძლო რისკები - სახელმწიფო პრიორიტეტების ცვლილება; კადრების გადინება
საბაზისო მაჩვენებელი: მიზნობრივი მაჩვენებელი - დეცენტრალიზაციისა და საჯარო პოლიტიკის კუთხით შემუშავებული დოკუმენტები (ნორმატიული აქტები, სტრატეგია/საქმედო გეგმა და ა.შ.); გაზრდილი კვალიფიციური კადრები მუნიციპალიტეტებში; შემუშავებული და განხორციელებული ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურა; საქართველოს კანონის პროექტი - 176, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები; საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები; საერთაშორისო ხელშეკრულებები. მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს კანონის პროექტი - 174; საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი - 76; საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - 282; საერთაშორისო ხელშეკრულება - 58; ტრენინგი გაიარა 80 მოხელემ; სასწავლო პროგრამების რეესტრში რეგისტრირებულია 105 სასწავლო პროგრამა; დეცენტრალიზაციისა და საჯარო პოლიტიკის კუთხით შემუშავებული დოკუმენტები (ნორმატიული აქტები, სტრატეგია/საქმედო გეგმა და ა.შ.). ცდომილების მაჩვენებელი (% / აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ცდომილება გამოწვეულია სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენებით და დამატებითი სამუშაოებით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019