პროგრამის მიზანია რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შემუშავება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების ...
პროგრამის მიზანია რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, დეცენტრალიზაციის პოლიტიკის შემუშავება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერებისა და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში წინადადებების შემუშავება. სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სექტორებსა და დარგებში დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინაცია; საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხარისხიანი საჯარო სერვისების მიწოდების, მუნიციპალიტეტებში სოციალური გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის დანერგვა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია; კონპეტენციის ფარგლებში მუნიციპალური ტერიტორიული ოპტიმიზაცია და გაძლიერება; სახელმწიფო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმების შექმნა; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოებრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა. საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისთვის მომზადებისა და გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია. საქართველოში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობასთან, მართვასთან და დახურვასთან, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასთან და მართვასთან დაკავშირებული საკითხების განსაზღვრა და გადაწყვეტა. უფლებამოსილების ფარგლებში, რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაცია.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022