Find program results

ფინანსების მართვის ელექტრონული და ანალიტიკური უზრუნველყოფა (23 04)

Allocated 95.1 c

Program implementer

სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

Program description

ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება, მომსახურება, მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული და ...

ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება, მომსახურება, მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა; ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული და ანალიტიკური მხარდაჭერა; ფინანსთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი IT პროდუქტების, ელექტრონული სერვისებისა და მომსახურების კვლევა და ანალიზი; პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემების შექმნა, დანერგვა და მომსახურება; ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების ხელშეწყობა; ფინანსთა სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების ვებ-გვერდების შექმნა; ელექტრონული მთავრობის კომპონენტების განვითარება და შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების მიწოდება; ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაცია.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მაღალი მდგრადობა; საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება (რომელშიც ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება); მიწოდებული სერვისების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
·      საჯარო ფინანსების მართვის სისტემის (PFMS) დანერგვის შემდგომი პროცესები უზრუნველყოფილია და შესაბამისობაშია გეგმასთან; ·      უზრუნველყოფილია ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის საჭირო კონსოლიდირებული და ინტეგრირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა; ·      უზრუნველყოფილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზაზე აგებული ფინანსთა სამინისტროს სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაცია; ·      ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ყველა მომხმარებლის იდენტიფიცირებული. განსაზღვრულია მომხარებელთა მათი სხვადასხვა რესურსზე წვდომის უფლებები, უზურუნველყოფილია კონტროლი და მონიტორინგი; ოპტიმიზებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო სერვისების გამოყენება მომხმარებელთა მიერ; ·      უზრუნველყოფილია ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალი სისტემებისა და ელექტრონული სერვისების, ვებპროდუქტებისა და ვებსერვისების, ელექტრონული მმართველობის კომპონენტების, სხვა ახალი ტექნიკური სისტემების შემუშავება, დანერგვა და განვითარება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის (PFMS) კომპონენტები (eBudget, eTreasury, eDMS, eHRMS) დანერგილია ადგილობრივ თვითმმართველობებში და სსიპ-ებში; საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალში შეტანილია შესაბამისი ცვლილებები; მიზნობრივი მაჩვენებელი - eBudget: არსებული ფუნქციონალის მონაცემთა ანალიზის ახალი მექანიზმების შემუშავება; სისტემის მოქმედების არეალის „გარეთ“ დარჩენილი საბიუჯეტო პროცესების ავტომატიზება და ახალი მოდულების დამატება; საჯარო ფინანსების მართვის პროცესის მოდერნიზების ფარგლებში სხვა ელექტრონულ სისტემებთან ინტეგრაციის გაუმჯობესება; eTreasury: ბუღალტრული აღრიცხვის საკასო მეთოდიდან დარიცხვის მეთოდზე სრულად გადასვლა; სისტემის ფუნქციონალისა და შესაბამისი მოდულების მოდერნიზება/ახალი მოდულების დამატება; eDMS: ვალების მართვის სფეროში არსებული საფინანსო სისტემების გაერთიანება, ინფორმაციის აღრიცხვისა და მართვის გამარტივება/გაუმჯობესება; eHRMS: შერჩევის, შეფასების, სწავლებისა და კარიერის განვითარების მართვის მოდულების დანერგვა. ახალი მოდული - self-service დამატება (რაც საშუალებას მისცემს თითოეულ თანამშრომელს მართოს საკუთარი მონაცემები და განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა კადრების დანაყოფის თანამშრომლებთან); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაბალი; შესაძლო რისკები - მიმდინარე ახალი ამოცანების ინიცირება დამკვეთის მხრიდან და პრიორიტეტების ცვლილება; ახალი პროგრამული პროდუქტების შექმნის და ტესტირების შესაძლო სიძნელეები; კვალიფიციური ადამიანური რესურსის გადინება 2 საბაზისო მაჩვენებელი - შექმნილია და წარმატებით ფუნქციონირებს უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვის ელექტრონული აუქციონი (eAuction); მიზნობრივი მაჩვენებელი - eAuction საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალის და დიზაინი შესაბამისობაში მოყვანა ტექნიკურ დავალებასა და დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაბალი; შესაძლო რისკები - მიმდინარე ახალი ამოცანების ინიცირება დამკვეთის მხრიდან და პრიორიტეტების ცვლილება; კვალიფიციური ადამიანური რესურსის გადინება 3 საბაზისო მაჩვენებელი - საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა eDocument დანერგილია 100-ზე მეტ ორგანიზაციაში ქვეყნის მასშტაბით და ჩართულია 20,000-მდე მომხმარებელი; უზრუნველყოფილია სხვა საინფორმაციო სისტემებთან მონაცემთა გაცვლა Interflow სერვისით; მიზნობრივი მაჩვენებელი - eDocument სისტემის ფუნქციონალობა შესაბამისობაშია დამკვეთის მოთხოვნებთან; ყველა მომხმარებელ ორგანიზაციაში შემუშავებული და დანერგილია სისტემის ახალი ვერსიის შემუშავება და დანერგვა; სხვა საინფორმაციო სისტემებთან ინტეგრაცია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაბალი; შესაძლო რისკები - არაეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაცია; იმპლემენტაციის პროცესში ჩართულ საჯარო მოსამსახურეთა შესაძლო დაბალი კომპეტენციის დონე; კვალიფიციური ადამიანური რესურსის გადინება; შესაძლო ლოგისტიკური სიძნელეები 4 საბაზისო მაჩვენებელი - გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაკვეთით შექმნილია და წარმატებით ფუნქციონირებს ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემა (eNRMS); მიზნობრივი მაჩვენებელი - eNRMS საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალი და დიზაინი შესაბამისობაში მოყვანა ტექნიკურ დავალებასა და დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაბალი; შესაძლო რისკები - შესაბამისი ადამიანური რესურსის არარსებობა; არაეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაცია 5 საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებული და ექსპლოატაციაში გაშვებულია რამდენიმე ათეული ვებგვერდი. შემუშავების და განვითარების პროცესშია სხვა ავტომატიზებული სისტემები. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის დაკვეთით შემუშავებულია საერთაშორისო დახმარებების მართვის ელექტრონული სისტემა (eAIMS); მიზნობრივი მაჩვენებელი - ვებ-გვერდების, საინფორმაციო სისტემების ფუნქციონალისა და დიზაინის შესაბამისობაში მოყვანა ტექნიკური დავალების და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებთან; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაბალი; შესაძლო რისკები - ახალი ამოცანების ინიცირება დამკვეთის მხრიდან და პრიორიტეტების ცვლილება; არაეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაცია; კვალიფიციური ადამიანური რესურსის გადინება 6 საბაზისო მაჩვენებელი - მაქსიმალური მდგრადობის და ბიზნეს-უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით ძირითადიდა სარკულ მონაცემთა დამუშავების ცენტრები მუშაობს active-active რეჟიმში; ტექნიკური პერსონალი გადამზადებულია და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია; განხორციელებულია სერვერული, ქსელური და მონაცემთა შენახვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურის განახლება და სიმძლავრეები შესაბამისობაშია კრიტიკული სისტემების მოთხოვნებთან და საჭიროებებთან; ბიზნეს-პროცესები ხორციელდება ITIL სტანდარტების შესაბამისად; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაბალი; შესაძლო რისკები - შესაძლო ლოგისტიკური სიძნელეები; კვალიფიციური ადამიანური რესურსის გადინება
1.     საბაზისო მაჩვენებელი - ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის (PFMS) კომპონენტები (eBudget, eTreasury, eDMS, eHRMS) დანერგილია ადგილობრივ თვითმმართველობებში და სსიპ-ებში; საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალში შეტანილია შესაბამისი ცვლილებები; მიზნობრივი მაჩვენებელი - eBudget: არსებული ფუნქციონალის მონაცემთა ანალიზის ახალი მექანიზმების შემუშავება; სისტემის მოქმედების არეალის „გარეთ“ დარჩენილი საბიუჯეტო პროცესების ავტომატიზება და ახალი მოდულების დამატება; საჯარო ფინანსების მართვის პროცესის მოდერნიზების ფარგლებში სხვა ელექტრონულ სისტემებთან ინტეგრაციის გაუმჯობესება; eTreasury: ბუღალტრული აღრიცხვის საკასო მეთოდიდან დარიცხვის მეთოდზე სრულად გადასვლა; სისტემის ფუნქციონალისა და შესაბამისი მოდულების მოდერნიზება/ახალი მოდულების დამატება; eDMS: ვალების მართვის სფეროში არსებული საფინანსო სისტემების გაერთიანება, ინფორმაციის აღრიცხვისა და მართვის გამარტივება/გაუმჯობესება; eHRMS: შერჩევის, შეფასების, სწავლებისა და კარიერის განვითარების მართვის მოდულების დანერგვა. ახალი მოდული - self-service დამატება (რაც საშუალებას მისცემს თითოეულ თანამშრომელს მართოს საკუთარი მონაცემები და განახორციელოს ინფორმაციის გაცვლა კადრების დანაყოფის თანამშრომლებთან); მიღწეული მაჩვენებელი - ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის (PFMS) ახალი კომპონენტების დანერგვის, უკვე არსებული ქვესისტემების სრულყოფის ფაქტობრივი ვადების და რესურსების ხარჯვის პარამეტრები შესაბამისობაშია დაგეგმილ მაჩვენებლებლებთან. 2.     საბაზისო მაჩვენებელი - შექმნილია და წარმატებით ფუნქციონირებს უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვის ელექტრონული აუქციონი (eAuction). მიზნობრივი მაჩვენებელი - eAuction საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალის და დიზაინი შესაბამისობაში მოყვანა ტექნიკურ დავალებასა და დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან. მიღწეული მაჩვენებელი - სისტემის ფუნქციონალი შესაბამისობაშია ტექნიკურ დავალებასა და დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან. 3.     საბაზისო მაჩვენებელი - საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა eDocument დანერგილია 100-ზე მეტ ორგანიზაციაში ქვეყნის მასშტაბით და ჩართულია 20,000-მდე მომხმარებელი; უზრუნველყოფილია სხვა საინფორმაციო სისტემებთან მონაცემთა გაცვლა Interflow სერვისით. მიზნობრივი მაჩვენებელი - სისტემის ფუნქციონალი შესაბამისობაშია დამკვეთის მოთხოვნებთან; შემუშავებულია და მომხმარებელ ორგანიზაციებში დანერგილია სისტემის ახალი ვერსია; განხორციელებულია ინტეგრაცია სხვა საინფორმაციო სისტემებთან. მიღწეული მაჩვენებელი - სისტემის ფუნქციონალი შესაბამისობაშია დამკვეთის მოთხოვნებთან. შემუშავებულია სისტემის ახალი ვერსია და განსაზღვრულია მისი ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებში დანერგვის გრაფიკი. სისტემა დანერგილი და მხარდაჭერილია ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების, ჯამურად, 200-ზე მეტ ორგანიზაციაში. 4.     საბაზისო მაჩვენებელი - გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაკვეთით შექმნილია და წარმატებით ფუნქციონირებს ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემა (eNRMS). მიზნობრივი მაჩვენებელი - eNRMS საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალის და დიზაინის შესაბამისობაში მოყვანა ტექნიკურ დავალებასა და დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან. მიღწეული მაჩვენებელი - სისტემის ფუნქციონალი შესაბამისობაშია ტექნიკურ დავალებასა და დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან. 5.     საბაზისო მაჩვენებელი - შემუშავებული და ექსპლოატაციაში გაშვებულია რამდენიმე ათეული ვებგვერდი. შემუშავების და განვითარების პროცესშია სხვა ავტომატიზებული სისტემები. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის დაკვეთით შემუშავებულია საერთაშორისო დახმარებების მართვის ელექტრონული სისტემა (eAIMS). მიზნობრივი მაჩვენებელი - ვებ-გვერდების, საინფორმაციო სისტემების ფუნქციონალისა და დიზაინის შესაბამისობაში მოყვანა ტექნიკური დავალების და დაინტერესებული მხარის მოთხოვნებთან. მიღწეული მაჩვენებელი - შექმნილი და/ან განახლებულია 12 ვებგვერდი და სისტემა. ფუნქციონალი შესაბამისობაშია დამკვეთის მოთხოვნებთან. 6.     საბაზისო მაჩვენებელი - მაქსიმალური მდგრადობის და ბიზნეს-უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით ძირითადი და სარკულ მონაცემთა დამუშავების ცენტრები მუშაობს active-active რეჟიმში; ტექნიკური პერსონალი გადამზადებულია და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია; განხორციელებულია სერვერული, ქსელური და მონაცემთა შენახვის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის მოდერნიზაცია; განხორციელებულია ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი ტექნიკური ინსტრუმენტების ინტეგრაცია ქსელსა და სისტემებში. მიზნობრივი მაჩვენებელი - სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის სერვერული და ქსელური ინფრასტრუქტურა და მისი სიმძლავრეები შესაბამისობაშია კრიტიკული სისტემების მოთხოვნებთან და საჭიროებებთან; ბიზნეს-პროცესები ხორციელდება ITIL სტანდარტების შესაბამისად. მისაღებ დონემდეა შემცირებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკები. მიღწეული მაჩვენებელი - დანერგილია ერთ-ერთი ძირითადი ITIL პროცესი - ცვლილებების მართვის სისტემა. პერიმეტრზე განთავსებულ სერვერებზე დაინსტალირებული და დაკონფიგურირებულია SQL injection ფილტრაციის და შემოტევებისაგან დამცავი სისტემა. განახლებულია ძირითადი ქსელის მოწყობილობები.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022