მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; ...
მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა; პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება; პროფესიული განათლების განვითარების 2013–2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება; პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა გადამზადება; ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება; მაღალკვალიფიციური, შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით; ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვა (მათ შორის, საჯარო სკოლებში), ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების მეთოდების შემოღება და თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა შესაბამისი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფით.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022