Find program results

საგარეო პოლიტიკის განხორციელება (28 01)

Allocated 106782000 c

Program implementer

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

Program description

საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ინტერესების გატარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და დასახული ამოცანების შესრულება; ...

საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ინტერესების გატარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და დასახული ამოცანების შესრულება; საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის უზრუნველყოფა, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება; რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა მან სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება; ოკუპირებული რეგიონების მიმართ ჩართულობის სტრატეგიის განხორციელება; საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან; ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; აშშ–თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება და აშშ-ს როლის გაძლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პროცესში; რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება; ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება; თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს სრულფასოვანი ჩაბმა და აქტიური ეკონომიკური დიპლომატის მეშვეობით წარმოჩენილი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება; დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ფორმატში რეგიონული და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება და კონკრეტული პროექტების განხორციელება; ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოპოვება, ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და სტიმულირება; საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა; უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათთვის შეღავათანი პირობების შექმნა და სოციალური უსაფრთხოების დონის ამაღლება.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022