Find program results

განათლებისა და მეცნიერების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა (32 01)

Allocated 111.1 c

Program implementer

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი; საგანმანთლებლო რესურსცენტრები

Program description

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, ამ სფეროში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; საქართველოს ყველა მოქალაქისათვის განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა; ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნა და განვითარება, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება; საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაცია, საზოგადოების თითოეულ წევრთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად განათლების ხარისხზე ზრუნვა, მისი მუდმივი გაუმჯობესება და ქართული საგანმანათლებლო სივრცის მიმართ ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობის ამაღლება; ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების, დანერგვისა და განვითარების სისტემის სრულყოფა და მისი მუშაობის უზრუნველყოფა; ეროვნული სასწავლო გეგმის ხელშეწყობის მიზნით I-VI და VII-XII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირება; საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების სრულყოფა; მოდულარული საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციის დანერგვისთვის საკანონმდებლო ბაზისა და შესაბამისი ინსტიტუციური და საოპერაციო შესაძლებლობების შექმნა; შრომის ბაზრის კვლევებით იდენტიფიცირებული პროფესიებისათვის პროფესიული სტანდარტების შემუშავება და არსებული პროფესიული სტანდარტების გადახედვა განახლებული მეთოდოლოგიის და საერთაშრისო გამოცდილების საფუძველზე ; პროფესიული განათლების სფეროში დისტანციური სწავლების კონცეფციის მომზადება და პილოტირება; დამსაქმებელთან თანამშრომლობით შესაბამისი პროფესიული მოდულური საგანამანათლებლო პროგრამების შექმნა.

მმართველობითი ინფორმაციის მომზადების დროის შემცირება და სანდოობის გაზრდა; საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის და კონტროლის სისტემის გაუმჯობესება და მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობისა და ხარისხის უზრუნველყოფა; განათლების ხარისხის შიდა და გარე მექანიზმების შედეგებზე ორიენტირებული სისტემის დანერგვა და მისი მეშვეობით საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება; ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე ექსპერტების გადამზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა; შეუფერხებელი განათლების მიღება უცხოეული სტუდენტების - საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და საქართველოს მოქალაქეების - საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მოქნილობის მიზნით სწავლის შედეგებზე დაფუძნებული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება,ამ პროგრამებით სწავლებისათვის საჭირო საკანონმდებლო, ინსტიტუციური და საოპერაციო (მათ შორის, ადამიანური და მატერიალური რესურსების კუთხით) შესაძლებლობის უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების სისტემაში მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და სტუდენტთა შეფასების მექანიზმების დანერგვა; გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოები.
·         გაიზარდა სანდოობა და შემცირდა მმართველობითი ინფორმაციის მომზადების დრო; ·         გაუმჯობესებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის და კონტროლის სისტემა და უზრუნველყოფილია მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა და ხარისხი; ·         2016 წელს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ხელი შეუწყო უცხოეული სტუდენტების - საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და საქართველოს მოქალაქეების - საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში შეუფერხებელი განათლების მიღებას; განხილულ იქნა განათლების აღიარების თაობაზე განცხადებები; მომზადდა განათლების აღიარების დოკუმენტები და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსთან დაკავშირებით ცნობები; განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გაიცა პროფესიული დიპლომი/დიპლომი; ·         2016 წელს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყო პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებზე უკეთ ორიენტირებული მეთოდოლოგიის დანერგვის მიზნით უზრუნველყო შესაბამისი სამუშაოების გახორციელება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობდა მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფისა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფისა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით 2 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების ანალიზი და განახლება მათი სრულყოფის მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების ანალიზი და განახლება მათი სრულყოფის მიზნით 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა 6 000-ზე მეტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი, აპოსტილით დამოწმდა/ლეგალიზებულ იქნა 3 500-ზე მეტი დოკუმენტი, დადასტურდა 400-ზე მეტი დოკუმენტის ნამდვილობა, მომზადდა განათლების მიღების ფაქტის დადასტურების თაობაზე 300-ზე მეტი გადაწყვეტილება, ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათების აღიარების 25-ზე მეტი ბრძანება, ოკუპირებულ ტერიტორიეზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების 10-ზე მეტი დოკუმენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წლების სტატისტიკის გათვალისწინებით 2016 წლისათვის ივარაუდება აპოსტილის/ლეგალიზაციის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, განათლების მიღების ფაქტის დადასტურების, ლიცენზირებულ რეჟიმში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადებების ოდენობის 10%-იანი ზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შეთანხმების პროცესის შეფერხება 4 საბაზისო მაჩვენებელი - ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში 450 პროფესიული კვალიფიკაციაა, შრომის ბაზრის ინფორმაციის საფუძველზე საჭიროა პროფესიული კვალიფიკაციების ჩამონათვალის რეგულარული განახლება; ასევე დამტკიცებულია 54 და დანერგილია 45 მოდულარული პროფესიული პროგრამა; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამატებით 50 პროფესიული სტანდარტის პროექტის მომზადება და 50 მოდულური პროფესიული პროგრამის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათი დანერგვის მიზნით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - შეფერხება დარგობრივი საბჭოებისა და ცენტრის მიერ დამატებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების პროცესში
1.       საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობდა მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფისა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფისა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით; მიღწეული - გრძელდებოდა მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის შექმნისა და განვითარების, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემების სრულყოფისა, მეცნიერების განვითარებისა და სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელების მიზნით; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების ანალიზი და განახლება მათი სრულყოფის მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაგრძელდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებისა და სტანდარტების ანალიზი და განახლება მათი სრულყოფის მიზნით; მიღწეული - გახორციელდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურების და სტანდატების განახლება და სრულყოფა; 3.       საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა 6 000-ზე მეტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი, აპოსტილით დამოწმდა/ლეგალიზებულ იქნა 3 500-ზე მეტი დოკუმენტი, დადასტურდა 400-ზე მეტი დოკუმენტის ნამდვილობა, მომზადდა განათლების მიღების ფაქტის დადასტურების თაობაზე 300-ზე მეტი გადაწყვეტილება, ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათების აღიარების 25-ზე მეტი ბრძანება, ოკუპირებულ ტერიტორიეზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების 10-ზე მეტი დოკუმენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - წინა წლების სტატისტიკის გათვალისწინებით 2016 წლისათვის ივარაუდება აპოსტილის/ლეგალიზაციის, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, განათლების მიღების ფაქტის დადასტურების, ლიცენზირებულ რეჟიმში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადებების ოდენობის 10%-იანი ზრდა; მიღწეული - 2016 წელს სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა 7 800-ზე მეტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (საბაზისო მაჩვენებლის ზრდა 30%-ით), აპოსტილით დამოწმდა/ლეგალიზებულ იქნა 8 000-ზე მეტი დოკუმენტი (საბაზისო მაჩვენებლის ზრდა 128%-ით), დადასტურდა 558 დოკუმენტის ნამდვილობა (საბაზისო მაჩვენებლის ზრდა 39,5%-ით), მომზადდა განათლების მიღების ფაქტის დადასტურების თაობაზე 523 გადაწყვეტილება (საბაზისო მაჩვენებლის ზრდა 75%-ით), ასეველიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათების აღიარების 14 ბრძანება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების 5 დოკუმენტი; 4.       საბაზისო მაჩვენებელი - ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში 450 პროფესიული კვალიფიკაციაა, შრომის ბაზრის ინფორმაციის საფუძველზე საჭიროა პროფესიული კვალიფიკაციების ჩამონათვალის რეგულარული განახლება; ასევე დამტკიცებულია 54 და დანერგილია 45 მოდულარული პროფესიული პროგრამა; მიზნობრივი მაჩვენებელი - დამატებით 50 პროფესიული სტანდარტის პროექტის მომზადება და 50 მოდულური პროფესიული პროგრამის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათი დანერგვის მიზნით; მიღწეული - მომზადდა 54 პროფესიული სტანდარტის პროექტი, დანერგილია 57 დასახელების მოდულური პროგრამა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022