ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე შეღწევისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროების საერთაშორისო და ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების მიზნით: ...
ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე შეღწევისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროების საერთაშორისო და ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების მიზნით: საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მომსახურების სფეროს და დიაპაზონის გაფართოვება; ეტალონების მიკვლევადობის უზრუნველყოფა, მიღწეული საერთაშორისო აღიარების შენარჩუნება/გაფართოვება და აღიარების მიღწევა გაზომვების ახალ მიმართულებებში; საქართველოს სტანდარტად მიღებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების რაოდენობის ზრდა, სტანდარტების რეესტრისა და სტანდარტების კატალოგის გაუმჯობესებული წარმოება, სტანდარტების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის მომსახურების ელექტრონული საშუალებების გაუმჯობესება და სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაუმჯობესება; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 შესაბამისად; სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე სააგენტოს თანამშრომელთა უნარების გაძლიერება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროებში; საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ინტეგრაცია და მათ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების (TBT) ნაწილის შესაბამისად.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022