Find program results

სახელმწიფო ფინანსების მართვა (23 01)

Allocated 77.7 c

Program implementer

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

Program description

ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება; ...

ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საშუალოვადიან პერიოდში საბიუჯეტო დეფიციტის დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება; მაკროეკონომიკური ანალიზის და პროგნოზირების გასაუმჯობესებლად მეთოდოლოგიის დახვეწა და მისი არეალის გაფართოება, გრძელვადიანი პროგნოზირების გაუმჯობესება, მაკროეკონომიკური განვითარების სცენარების მოდელირების სრულყოფა, ფისკალური რისკების მართვის და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება; სახელმწიფო პრიორიტეტების დაფინანსების უზრუნველყოფა სათანადო რესურსებით; სათანადო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება; საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინაცია; მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, საგარეო წყაროებიდან მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით რესურსების მობილიზება; დამატებითი საინვესტიციო რესურსების მოზიდვის პარალელურად სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების გაგრძელება, ვალის მდგრადობის შენარჩუნება, როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, არსებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიზნების შესაბამისად; საგადასახადო პოლიტიკის შემდგომი სრულყოფა, მათ შორის საკანონმდებლო ბაზის შემდგომი გაუმჯობესების და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზების მიზნით, გადასახადის გადამხდელებს შორის საგადასახადო ტვირთის უკეთესი განაწილება, მეწარმეთა მოთხოვნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, საგადასახადო შემოსავლების სახით ბიუჯეტში სათანადო რესურსის მობილიზების უზრუნველყოფა; სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის სრულყოფა, შიდა აუდიტის სუბიექტების საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირება.

სახელმწიფოს ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით სათანადო რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა; სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების მიღწევა; ქვეყნისათვის სტაბილური და იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა; საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა.
·         სახელმწიფოს ფუნქციებისა და ვალდებულებების შესასრულებლად მობილიზებულია სათანადო რესურსი; ·         მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს; ·         დონორებთან/პარტნიორებთან უზრუნველყოფილია საგარეო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის ეფექტური თანამშრომლობა; ·         საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმებების არეალი გაფართოებულია.
1 საბაზისო მაჩვენებელი - კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს წარედგინათ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები; მიზნობრივი მაჩვენებელი - კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების წარდგენა 2 საბაზისო მაჩვენებელი - წლიური ბიუჯეტი და ძირითადი ფისკალური პარამეტრები შესაბამისობაშია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ მოცულობებთან; მიზნობრივი მაჩვენებელი - წლიური ბიუჯეტი და ძირითადი ფისკალური პარამეტრები შესაბამისობა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ მოცულობებთან 3 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებულია; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის მდგრადობის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში 4 საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების Standard & Poor’s და Fitch-ის შეფასებით ,,BB- სტაბილური“ რეიტინგი აქვს მინიჭებული საქართველოს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის შეფასებით კი “Ba3 (რაც BB- ანალოგია) პოზიტიური”; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების არსებული მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება 5 საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისთვის შემუშავდა მაკროეკონომიკური განვითარების 3 სცენარი: საბაზისო, ნეგატიური და პოზიტიური; მიზნობრივი მაჩვენებელი - ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი; დახვეწილი მაკროეკონომიკური პროგნოზირების მეთოდოლოგია; ანალიტიკური დოკუმენტი ფისკალური რისკების შესახებ 6 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით იმ ქვეყნებთან, რომელთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამჟამად შეთანხმებები ძალაშია 49 ქვეყანასთან; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების არეალის გაფართოება
1. საბაზისო მაჩვენებელი - კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს წარედგინათ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები; მიზნობრივი მაჩვენებელი - კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შესაბამის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების წარდგენა; მიღწეული მაჩვენებელი - კანონმდებლობით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების (2015 წლის წლიური, 2016 წლის 3, 6 და 9 თვის) ანგარიშები წარედგინა შესაბამის უწყებებს. 2.საბაზისო მაჩვენებელი - წლიური ბიუჯეტი და ძირითადი ფისკალური პარამეტრები შესაბამისობაშია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ მოცულობებთან; მიზნობრივი მაჩვენებელი - წლიური ბიუჯეტი და ძირითადი ფისკალური პარამეტრები შესაბამისობა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ მოცულობებთან; მიღწეული მაჩვენებელი - წლიური ბიუჯეტი და ძირითადი ფისკალური პარამეტრები საშუალოვადიან პერიოდში შეესაბამება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ მოცულობებს. სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - 44,6%; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (GFSM 2001) - 1.4%. 3.საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებულია; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის მდგრადობის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში; მიღწეული მაჩვენებელი - სახელმწიფო ვალის მდგრადობა შენარჩუნებულია და შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს (სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - 44,6%). 4.საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების Standard & Poor’s და Fitch-ის შეფასებით ,,BB- სტაბილური“ რეიტინგი აქვს მინიჭებული საქართველოს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის შეფასებით კი “Ba3 (რაც BB- ანალოგია) პოზიტიური”; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების არსებული მაჩვენებლების შენარჩუნება/გაუმჯობესება; მიღწეული მაჩვენებელი - შენარჩუნებულია სარეიტინგო კომპანიების არსებული მაჩვენებლები. 5.საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისთვის შემუშავდა მაკროეკონომიკური განვითარების 3 სცენარი: საბაზისო, ნეგატიური და პოზიტიური; მიზნობრივი მაჩვენებელი - ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი; დახვეწილი მაკროეკონომიკური პროგნოზირების მეთოდოლოგია; ანალიტიკური დოკუმენტი ფისკალური რისკების შესახებ; მიღწეული მაჩვენებელი - შემუშავდა მაკროეკონომიკური განვითარების 3 სცენარი: საბაზისო, ნეგატიური და პოზიტიური; თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის დოკუმენტი 2016-2020 წლებისთვის, რომელიც მოიცავს მაკროეკონომიკური რისკების ანალიზს. 6.საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით იმ ქვეყნებთან, რომელთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამჟამად შეთანხმებები ძალაშია 49 ქვეყანასთან; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმების არეალის გაფართოება; მიღწეული მაჩვენებელი - გაფართოებულია საერთაშორისო საგადასახადო შეთანხმებების არეალი, შეთანხმებები ძალაში შევიდა დამატებით 3 ქვეყანასთან: ლიხტენშტეინი, სამხრეთ კორეა და კვიპროსი (სულ 52 ქვეყანა).

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022