ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება; ...
ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება; საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რომლებიც მათ შესაძლებლობას მისცემს, სრულად განახორციელონ მათთვის დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები; მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება და მათი ხელფასების ეტაპობრივი ზრდა. ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბება, სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და მართვა; საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებისათვის და კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა კატეგორიების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; სკოლებში იმ მოსწავლეების ტრანსპორტირების პროცესის ხელშეწყობა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში (სოფელი, დაბა) სადაც არ ფუნქციონირებს სკოლები და მანძილი სოფლებს შორის შესამჩნევია, ასევე აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები. ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022