„რეგიონუალი და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების ...
„რეგიონუალი და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა; სახელმწიფო მნიშვნელობის (ადმინისტრაციული, სტრატეგიული, სამხედრო, პოლიციური და სხვა დანიშნულების) ობიექტების სამშენებლო-სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება; ნაპირდაცვითი სამუშაოების უზრუნველყოფა; ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების საოპერაციო ხარჯებისა და შესაბამისი ფუნქციური დავალებების შესასრულებლად წარმოებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვას. მუნიციპალიტეტებში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მოსამზადებლად საჭირო ღონისძიებების გატარება, საპროექტო დოკუმენტაციების მომზადება და ანალიზი.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022