Find program results

სამეცნიერო გრანტების გაცემისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (32 05 01)

Allocated 103.2 c

Program implementer

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Program description

კონკურსის წესით, ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად სახელმწიფო გრანტების გაცემის ორგანიზება; ...

კონკურსის წესით, ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად სახელმწიფო გრანტების გაცემის ორგანიზება; საქართველოში არსებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის შესახებ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, წინადადებების მომზადება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად; მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანთლებლო პროგრამების დაფინანსებით უზრუნველყოფა;

კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნა; შექმნილი ტექნიკური ბაზა სამეცნიერო კვლევებისთვის; მაღალტექნოლოგიური დარგების პროგრესი; უნივერსიტეტებში კვლევების კომერციალიზაციის ხარისხის ამაღლება, სამეცნიერო მონაცემთა ბაზაზე ხელმისაწვდომობა, სისტემაში მოყვანილი ინფორმაცია ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის, მიღწევებისა და პრობლემების შესახებ; ახალგაზრდა მეცნიერთა მატერიალური მხარდაჭერა და წახალისება, ახალგაზრდა მეცნიერთა ამაღლებული კვალიფიკაცია.
·         გაუმჯობესდა სამეცნიერო-ტექნიკური ბაზა; ·         დაინერგა გამოყენებითი კვლევითი პროექტების ეკონომიკურ-სოციალური და ტექნოლოგიური მნიშვნელობის კუთხით შეფასების კრიტერიუმები; ·         სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით მიმდინარეობდა მუშაობა სამეცნიერო პროდუქტიულობის ინდიკატორების დადგანაზე; ·         სვადასხვა პროექტებში ჩართულობის გზით ამაღლდა ახალგაზრდა მეცნიერთა მოტივაცია, კვალიფიკაცია და ჩართვა კვლევით პროექტებში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სამეცნიერო კვლევებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით 263 დაფინანსებული პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს იგეგმება 370 პროექტის დაფინანსება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - მკვლევართა გადინება ქვეყნიდან 2 საბაზისო მაჩვენებელი - სართაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით დაფინანსებული 122 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 150 პროექტის დაფინანსება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - კურსთა სხვაობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის კუთხით დაფინანსებული 32 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 50 პროექტის დაფინანსება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების შეთანხმების პროცესის შეფერხება
1.       საბაზისო მაჩვენებელი - სამეცნიერო კვლევებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით 263 დაფინანსებული პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2016 წელს იგეგმება 370 პროექტის დაფინანსება; მიღწეული - დაფინანსდა 335 პროექტი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ცდომილება 10%, გამოწვეულია პროექტების შეფასების სიტემის მოდიფიცირებით და მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტიზის გამოყენებით, რის შედეგადაც პროექტების ნაწილმა ვერ გადალახა დაფინანსების მოპოვებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულობრივი ზღვარი; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და ურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით დაფინანსებული 122 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 150 პროექტის დაფინანსება; მიღწეული - დაფინანსდა 146 პროექტი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ცდომილება - 3%, გამოიწვია 2016 წლის განმავლობაში იტალიის კვლევების საბჭოსა (CNR) და ფონდის ერთობლივი კონკურსის ჩაუტარებლობამ 3.       საბაზისო მაჩვენებელი - მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის კუთხით დაფინანსებული 32 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 50 პროექტის დაფინანსება; მიღწეული - მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის კუთხით საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 8 პროექტი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დასახულ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ცდომილება - 84%, 2016 წელს დაგეგმილიიყო საგრანტო კონკურსის „კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ჩატარება, რომელიც ვერ განხორციელდა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022