Find program results

საზოგადოებრივი წესრიგი, სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება (30 01)

Allocated 99.5 c

Program implementer

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი

Program description

ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ...

ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერაციების ჩატარება და სხვა მსგავი საკითხები, რომლებიც განხორციელდება პოლიციის ატაშეების, ორმხრივი ხელშეკრულებების, ნაცვალგების პრინციპის და საერთაშორისო, მათ შორის რეგიონული ორგანიზაციების მეშვეობით; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა და სამართლებრივი ბაზის განვითარება. ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმებასთან დაკავშირებულ საქმიანობა და შემდგომში მისი მონიტორინგი; დანაშაულის პრევენციის მიზნით სამინისტროს აქტიური თანამშრომლობა საზოგადოებასთან; სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიების ჩატარება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებისა და ჩართულობისთვის და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული მიღწევების შენარჩუნების მიზნით, სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობისას „პომპიდუს ჯგუფის“ ექსპერტების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეებისადმი ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც ორიენტირებული იქნება ქბრბ ინცინდენტების მართვის ისეთ კომპონენტებზე, როგორებიცაა პრევენცია, გამოვლენა, მზადყოფნა და რეაგირება; ქბრბ კუთხით არსებული მდგომარეობის მუდმივი შესწავლისა და შეფასების, ახალი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების საფუძველზე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პერიოდული განახლება და აღნიშნული მიმართულებით შსს–ს შესაძლებლობების განვითარება; ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებული ვალდებულებების თანახმად, საქართველოში ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს ჩამოყალიბება; წინასწარი დაკავების საკნებში მოთავსებულთა რეგისტრაციის, სამედიცინო შემოწმების და წინასწარი დაკავების იზოლატორებზე რეგულარული მონიტორინგის უზრუნველყოფა. ასევე მოთავსებულთა ინფორმირება (საპროცესო უფლებების შესახებ), დაკავებულ პირთათვის საკვების მიწოდება და სანიტარული პირობების გაუმჯობესება; დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, არაადამიანური მოპყრობის აღკვეთა და დაკავებული და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირებისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლირებადი სივრცის მაქსიმალურად გაკონტროლება და კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოსავლენა და აღკვეთა; სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება, მცურავი საშუალებების მეშვეობით საქართველოს საზღვაო სივრცეში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლი, სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის გემების საქმიანობის მონიტორინგი, ზღვაოსნობისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციების განხორციელება, ნავსადგურის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებათა კონტროლი, ზღვის მხრიდან სტრატეგიული ობიექტების დაცვა; სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დღისით და ღამით, რთული მეტეოპირობების მიუხედავად სრულყოფილად ჩატარება; სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ ქალთა საერთო მაჩვენებლის გაზრდის მიზნით ქალთა რეკრუტირების ახალი პოლიტიკის შემუშავება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია და ახალი შენობების მშენებლობა, დაცვითი სისტემებით უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.

საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მაღალი დონე; ნარკოტიკული საშუალებების, კონტრაბანდული საქონლის, იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მასობრივი განადგურების საშუალებების უკანონო იმპორტისა და ექსპორტის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული უწყებების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; კუსტარული კომბინირებული სამკურნალო საშუალებების მოხმარების კლების შენარჩუნებული მაჩვენებლები; კინოლოგიის სამსახურის განვითარებული შესაძლებლობები; ქბრბ სფეროში შემუშავებული შესაბამისი სტანდარტები; რისკ ჯგუფების ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულობის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განვითარებული ინსტიტუციური შესაძლებლობები; ორგანიზებული დანაშაულის, მასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების თაობაზე ინფორმირებული ბიზნეს სექტორი; სამართალდამცავ სტრუქტურებსა და კერძო სექტორს შორის გაღრმავებული თანამშრომლობა; პოლიციის სტრუქტურებში ქალთა როლის გაძლიერება და წარმომადგენლობის გაზრდილი მაჩვენებელი; სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა; უზრუნველყოფილი ნაოსნობის უსაფრთხოება და დაცული ნაოსნობის წესები; საზღვაო სივრცეში სრულყოფილად განხორციელებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციები; ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მეზობელ და სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესახებ ინიცირებული და გაფორმებული შეთანხმებების გაზრდილი რაოდენობა; პოლიციის ატაშეების წარგზავნის გზით სამართალდაცვით სფეროში გაღრმავებული საერთაშორისო თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან; დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარებული ინფრასტრუქტურა და დაკავებულთა გაუმჯობესებული პირობები; დანაშაულის პრევენციის კუთხით საზოგადოების ამაღლებული ცნობიერება; გაუმჯობესებული/დახვეწილი არალეგალ მიგრანტთა გამოვლენის, დაბრუნებისა და ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.
·            როგორც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ასვე სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენილი და აღკვეთილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები; ·            პარტნიორ სახლმწიფოებში დამატებით წარგზავნილი პოლიციის ატაშეები; ·            ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მეზობელ და სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შესახებ დამატებით ინიცირებული და გაფორმებული ორმხრივი შეთანხმებები; ·            ქვეყნის მაშტაბით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ, ჩატარებული სხვადასხვა ღონიძიებები; ·            ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; ·            პოლიციის საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; ·            სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენილი და აღკვეთილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები; ·            საზღვაო სივრცეში სრულყოფილად განხორციელებული სამძებრო-სამაშველო ოპერაციები; ·            განახლებული მატერიალურ ტექნიკური ბაზა.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - გაუმჯობესებული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება და იდენტიფიცირებული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებების/მასალების სია 2 მიზნობრივი მაჩვენებელი - სოციალურად დაუცველ ფენებში გავრცელებული საინფორმაციო მასალების რაოდენობა 3 მიზნობრივი მაჩვენებელი - სხვადსხვა ქვეყნებთან ერთობლივად განხორციელებული/გამოძიებული საქმეების გაზრდილი მაჩვენებელი 4 მიზნობრივი მაჩვენებელი - დროებით მოთავსების იზოლატორებში რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა 5 მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელებული პრევენციული კამპანიები (საინფორმაციო რგოლები, ბროშურები, რადიოგადაცემები, სხვა) და პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია 6 მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციული პროცესების შემცირებული მაჩვენებელი 7 მიზნობრივი მაჩვენებელი - მინიმუმამდე შემცირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში, ასევე სამძებრო-სამაშველო საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება საფრენი აპარატების, მოდერნიზებული და თანამედროვე საკომუნიკაციო-სანავიგაციო და ღამის ხედვის ხელსაწყოებით აღჭურვილი სწრაფმავალი კატარღების, მაღალი გამავლობის მანქანების, გადასატანი რადიოსადგურებისა და სხვა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით 8 მიზნობრივი მაჩვენებელი - რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა 9 საბაზისო მაჩვენებელი - შსს სისტემაში დასაქმებულ ქალთა პროცენტული მაჩვენებლი - 14%; მიზნობრივი მაჩვენებელი - შსს სისტემაში დასაქმებულ ქალთა მზარდი პროცენტული მაჩვენებლი 10 მიზნობრივი მაჩვენებელი - თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამინისტროს სისტემა
1. მიზნობრივი მაჩვენებელი - გაუმჯობესებული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება და იდენტიფიცირებული ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებების/მასალების სია; მიღწეული მაჩვენებელი - ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება გადაეცა სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს; 2. მიზნობრივი მაჩვენებელი - სოციალურად დაუცველ ფენებში გავრცელებული საინფორმაციო მასალების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - შემუშავებული და დახვეწილი დასაბეჭდი საინფორმაციო მასალების დიზაინი და შინაარსი; 3. მიზნობრივი მაჩვენებელი - სხვადსხვა ქვეყნებთან ერთობლივად განხორციელებული/გამოძიებული საქმეების გაზრდილი მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - წინა წელთან შედარებით გაიზარდილი თანამშრომლობა - 24%; 4. მიზნობრივი მაჩვენებელი - რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, რეაბილიტირებული დროებით მოთავსების იზოლატორები; მიღწეული მაჩვენებელი - რეაბილიტირებული სამინისტროს ინფრასტრუქტურის - 10%, ხოლო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის - 1.5%, მათ შორის დასრულებულია დროებითი მოთავსების იზოლატორების შენობების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები თბილისსა და რეგიონებში; 5. მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელებული პრევენციული კამპანიები (საინფორმაციო რგოლები, ბროშურები, რადიოგადაცემები, სხვა) და პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია; მიღწეული მაჩვენებელი - „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტში“-ჩართულია მთელი საქართველოს საჯარო და კერძო როგორც ქართული, ისე არაქართულენოვანი სკოლების უმცროსკლასელები; რეგიონის 16 და თბილისის 5 საჯარო სკოლის 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთნენ საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მიერ გამართული საინფორმაციო-ინტერაქტიულ შეხვედრებში; 6. მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყანაში უკონტროლო მიგრაციული პროცესების შემცირებული მაჩვენებელი, მინიმუმამდე შემცირებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო ზონასა და საზღვაო სივრცეში, ასევე სამძებრო-სამაშველო საქმიანობის სრულყოფილად განხორციელება საფრენი აპარატების, მოდერნიზებული და თანამედროვე საკომუნიკაციო-სანავიგაციო და ღამის ხედვის ხელსაწყოებით აღჭურვილი სწრაფმავალი კატარღების, მაღალი გამავლობის მანქანების, გადასატანი რადიოსადგურებისა და სხვა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით; მიღწეული მაჩვენებელი - აღკვეთილი სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობა - 40 ფაქტი (დაკავებულია 67 მოქალაქე), აღრიცხული საჰაერო სივრცის დარღვევა - 3 ფაქტი, საზღვაო სივრცეში დაფიქსირებული 231 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გამოვლენილი სისხლის სამართლის დანაშულის 4 ფაქტი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებული დაახლოებით 2.4 მლნ ლარი; 9. საბაზისო მაჩვენებელი - შსს სისტემაში დასაქმებულ ქალთა პროცენტული მაჩვენებლი - 14%; მიზნობრივი მაჩვენებელი - შსს სისტემაში დასაქმებულ ქალთა მზარდი პროცენტული მაჩვენებლი; მიღწეული მაჩვენებელი - სამინიტროში განხორციელებული საშტატო საორგანიზაციო ცვლილებების მიუხედავად შენარჩუნებული მაჩვენებელი. 10. მიზნობრივი მაჩვენებელი - თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი სამინისტროს სისტემა; მიღწეული მაჩვენებელი - შეძენილი სასაზღვრო პოლიციის რადიოკავშირების და ელექტრონული თვალთვალის კომპლექსური სისტემებისთვის 40 სექცია (10 კომპლექტი 900 ამპ.სთ, 24 V) მზის სისტემის სააკუმულატორო ბატარეა, შეძენილი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა - 50, შეძენილი პორტატული პლანშეტური კომპიუტერი - 100, გაცემული ერთჯერადი პაროლის გენერაციის მოწყობილობები - 1 863;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022