Find program results

სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო (55 00)

Allocated 94.3 c

Program implementer

Program description

საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; რელიგიური გაერთიანებების პრობლემებისა და რელიგიის სფეროში განათლების შესახებ რეკომენდაციებისა ...

საქართველოში რელიგიის სფეროში არსებული მდგომარეობის კვლევა და შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; რელიგიური გაერთიანებების პრობლემებისა და რელიგიის სფეროში განათლების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების უზრუნველყოფა.

რელიგიური გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა; რეკომენდაციების მომზადება სამოქალაქო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ტოლერანტული გარემოსა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად; რეკომენდაციები რელიგიურ - საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობება-ნაგებობის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე; კავშირის დამყარება და თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფოთა რელიგიურ ორგანიზაციებთან.
მიმდინარეობდა რელიგიური გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, რომელიც ამ ეტაპზე არის დასრულების პროცესში; სამოქალაქო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ტოლერანტული გარემოსა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად, ასევე, რელიგიურ საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობება-ნაგებობის რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე მომზადდა რეკომენდაციები (284 - რეკომენდაცია); მიმდინარეობდა თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფოს რელიგიურ ორგანიზაციებთან რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით; განხორციელდა ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებების დაფინანსება.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022