Find program results

სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებები (39 02)

Allocated 122.9 c

Program implementer

სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზდების ეროვნული ცენტრი; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი; სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; სსიპ ქართული სპორტის მუზეუმი

Program description

საქართველოში მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარება, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი რეაბილიტაცია; ...

საქართველოში მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარება, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი რეაბილიტაცია; ეროვნული, სხვადასხვა ასაკობრივი და ქალთა ნაკრებებისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა; ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადება და მონაწილეობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); საქართველოს ჩემპიონატების, პირველობების ჩატარება, სპორტული რეზერვის და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადება, სპორტის პოპულარიზაცია და პროპაგანდა; ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისათვის მეტი ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრები გუნდების მზადება და ოლიმპიადებზე საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; პარასპორტსმენთათვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება; საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადება; ქართული სპორტის წარმატებების ამსახველი მასალების შეკრება, დაკომპლექტება, აღრიცხვა, შენახვა-დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია; უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, ევროპის საგანმანათლებლო მოდელის პოპულარიზაცია და დანერგვა.კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმული ბავშვები და მოზარდები; მოსახლეობაში დანერგილი ცხოვრების ჯანსაღი წესი; ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით; გაუმჯობესებული სპორტული ინფრასტრუქტურა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით, ეკიპირებით და სათანადო სამედიცინო დონის მომსახურეობით უზრუნველყოფილი ნაკრებები; მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების გაზრდილი რაოდენობა.
·   სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩაება ბავშვები და მოზარდები; ·   მოსახლეობაში დაინერგა ცხოვრების ჯანსაღი წესი; ·   განხორციელდა ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით; ·   გაუმჯობესდა სპორტული ინფრასტრუქტურა; ·   ნაკრებები უზრუნველყოფილ იქნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით, ეკიპირებით და სათანადო სამედიცინო დონის მომსახურეობით; ·   გაიზარდა მსოფლიო, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების რაოდენობა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბში, პარაოლიმპიურ, ფარიკაობის, ჭადრაკის, ხელბურთის, ძიუდოს, ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის, მძლეოსნობის, ტანვარჯიშის, საწყლოსნო და სპორტის სხვა სახეობებში ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა წლიური კალენდრის მიხედვით; სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩართულია მოსახლეობის 16% (კვლევის შედეგები); 10 ათასამდე სამუზეუმო ექსპონატი და 3 ათასამდე ვიზიტორი (სტატისტიკური მონაცემები); ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უმაღლესი და პროფესიული განათლებისთვის რეაბილიტირებული 3 სართული და 500-მდე სტუდენტი; ოლიმპიური რეზერვების ბაზაზე მცხოვრები 150 და მოვარჯიშე 500-მდე სპორტსმენი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული ობიექტები; სპორტული ღონისძიებების კალენდარული (წლიური) გეგმის შესრულება; საქართველოდან ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების გაზრდილი რაოდენობა; ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა სპორტული აქტივობების ჩატარება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-7%; შესაძლო რისკები - წლიური კალენდრის 10-15%-ით შეუსრულებლობა; სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩართულ პირთა, ოლიმპიური რეზერვების, მზადების ცენტრის ბენეფიციართა, უმაღლეს და პროფესიულ სასპორტო დაწესებულებებში სწავლის მსურველთა ინტერესის ნაკლებობა
1.საბაზისო მაჩვენებელი - ფეხბურთში, კალათბურთში, რაგბში, პარაოლიმპიურ, ფარიკაობის, ჭადრაკის, ხელბურთის, ძიუდოს, ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის, მძლეოსნობის, ტანვარჯიშის, საწყლოსნო და სპორტის სხვა სახეობებში ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა წლიური კალენდრის მიხედვით; მიზნობრივი მაჩვენებელი - სპორტული ღონისძიებების კალენდარული (წლიური) გეგმის შესრულება; მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს სპორტის 48 სახეობაში დაფინანსდა 200-მდე ადგილობრივი სპორტული შეჯიბრი, 250-მდე სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, 150-მდე საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა; 2.საბაზისო მაჩვენებელი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უმაღლესი და პროფესიული განათლებისთვის რეაბილიტირებული 3 სართული და 500-მდე სტუდენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული ობიექტები; მიღწეული მაჩვენებელი - გარემონტდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო და ადმინისტრაციული ფართები (შენობის პირველ, მეორე და მეოთხე სართულზე). უნივერსიტეტში და კოლეჯში ერიცხებოდა - 525 სტუდენტი; 3.საბაზისო მაჩვენებელი - სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში ჩართულია მოსახლეობის 16% (კვლევის შედეგები), 10 ათასამდე სამუზეუმო ექსპონატი და 3 ათასამდე ვიზიტორი (სტატისტიკური მონაცემები); მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სხვადასხვა სპორტული აქტივობების ჩატარება; მიღწეული მაჩვენებელი - ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დამონტაჟდა 24 გარე სავარჯიშო მოწყობილობა. მასობრივ სპორტში ჩართულ პირთა რაოდენობამ შეადგინა - 108 000; 4.საბაზისო მაჩვენებელი - ოლიმპიური რეზერვების ბაზაზე მცხოვრები 150 და მოვარჯიშე 500-მდე სპორტსმენი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოდან ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების გაზრდილი რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - განხორციელდა ოლიმპიური რეზერვების ბაზაზე რიცხული 150 სპორტსმენის, მათ შორის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისა და კანდიდატების უზრუნველყოფა საცხოვრებლით, კვებით და სპორტული დარბაზებით; სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მოპოვებულ იქნა 844 მედალი, მათ შორის 291 ოქრო, 250 ვერცხლი და 303 ბრინჯაო.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022