Find program results

შემოსავლების მობილიზება და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესება (23 02)

Allocated 93.3 c

Program implementer

სსიპ - შემოსავლების სამსახური

Program description

ნებაყოფლობითი კანონმორჩილების წახალისება; გადასახადის გადახდისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა; ...

ნებაყოფლობითი კანონმორჩილების წახალისება; გადასახადის გადახდისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა; მომსახურების სფეროების ოპტიმიზაცია; ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესის ხელშეწყობა; ვაჭრობის ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და საბაჟო, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის აღსრულების გაუმჯობესება.

საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლის ზრდა და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესება
·      გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლა გახდა უფრო ეფექტიანი: მიმდინარე წელს გაიზარდა როგორც აუდიტორთა რიცხოვნობა ასევე, მათი კვალიფიკაციის დონე ჩატარებული ტრენინგების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების ჩატარების ხანგრძლივობა შემცირდა, ხოლო აუდიტორთა საქმიანობა გახდა უფრო მარტივი. ·      გადამხდელებისათვის შეთავაზებულია გადასახადების გადახდის მარტივი და მრავალფეროვანი საშუალებები, მათ შორის მოძრავი სერვის-ცენტრებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადამხდელების მომსახურება, საგადასახადო ვალდებულების დროულად და სწორად შესრულების მიზნით ჩატარდა არაერთი შეხვედრა; ·      წლის განმავლობაში შემუშავდა პროგრამული უზრუნველყოფის მოდულები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა გადამხდელების მიერ გადასახადების სწრაფად და მარტივად გადახდა, ხოლო თანამშრომლების მხრიდან პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცედურების გამარტივება; ·      2016 წლიდან შესაძლებელი გახდა: ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულად შევსება, დარეგისტრირება და ელექტრონული სტატუსების მინიჭება, ელექტრონული საბაჟო ადმინისტრაციული ოქმის შედგენა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე და შენახვის სხვა ადგილებზე ნებართვების გაცემა ელექტრონულად, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება ერთიან მოდულებში; ·      მიზნობრივ ჯგუფებში მოხვედრილი გადამხდელებისათვის გამარტივდა პროცედურები და შეღავათები, რამაც გამოიწვია 2016 წელს მობილიზებული შემოსავლები გაზრდა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - დამტკიცდა 2015-2016 წლების ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის წახალისების სტრატეგია. მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკაში რეალიზებასთან დაკავშირებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - სტრატეგიით გათვალისწინებულ მიზნობრივ ჯგუფებში მოხვედრილი გადამხდელებიდან მობილიზებული გაზრდილი შემოსავლები და ამ სფეროში შემცირებული საგადასახადო დანაკლისი; შესაძლო რისკები - გადამხდელთა დაბალი ინტერესი/რეაქცია 2 საბაზისო მაჩვენებელი - შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულია შიდა და გარე მოხმარების პროგრამული უზრუნველყოფა (ელ-სერვისები). მიმდინარეობს მუშაობა არსებული სისტემების დახვეწაზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაუმჯობესებული შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისები; შიდა მოხმარების პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და დახვეწა; Android სიტემის აპლიკაციის განვითარება და დახვეწა; ახალი აპლიკაციების შემუშავება სხვა მობილური პლატფორმებისათვის 3 საბაზისო მაჩვენებელი - ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობების ევროკავშირის კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან ჰარმონიზების კუთხით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება 4 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა; გაიხსნა კინოლოგიის ცენტრი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამშვები პუნქტების სრულად აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვა; IPR-ის სისტემის დანერგვა
1.       საბაზისო მაჩვენებელი - დამტკიცდა 2015-2016 წლების ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის წახალისების სტრატეგია. მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების პრაქტიკაში რეალიზებასთან დაკავშირებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - სტრატეგიით გათვალისწინებულ მიზნობრივ ჯგუფებში მოხვედრილი გადამხდელებიდან მობილიზებული გაზრდილი შემოსავლები და ამ სფეროში შემცირებული საგადასახადო დანაკლისი; მიღწეული მაჩვენებელი - მიზნობრივ ჯგუფებში მოხვედრილი გადამხდელებისათვის გამარტივდა პროცედურები და შეღავათები, რამაც გამოიწვია მობილიზებული შემოსავლების გაზრდა, კერძოდ 2016 წლის განმავლობაში წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების რაოდენობა 2015 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 19,1%-ით, ხოლო დარიცხვა 14,6%-ით; 2.       საბაზისო მაჩვენებელი - შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებულია შიდა და გარე მოხმარების პროგრამული უზრუნველყოფა (ელ-სერვისები). მიმდინარეობს მუშაობა არსებული სისტემების დახვეწაზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაუმჯობესებული შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისები; შიდა მოხმარების პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და დახვეწა; Android სიტემის აპლიკაციის განვითარება და დახვეწა; ახალი აპლიკაციების შემუშავება სხვა მობილური პლატფორმებისათვის. მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წლიდან შესაძლებელი გახდა: ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულად შევსება, დარეგისტრირება და ელექტრონული სტატუსების მინიჭება; ელექტრონული საბაჟო ადმინისტრაციული ოქმის შედგენა; თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე და შენახვის სხვა ადგილებზე ნებართვების გაცემა ელექტრონულად; გადამხდელისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა; შეიქმნა და დაიხვეწა აპლიკაცია android-ისთვის. 3.       საბაზისო მაჩვენებელი - ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების და საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობების ევროკავშირის კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან ჰარმონიზების კუთხით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება. მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობების ევროკავშირის კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან ჰარმონიზების კუთხით წლის განმავლობაში საქართველო დაესწრო მსოფლიო ფორუმებს და იყო არაერთი სამუშაო შეხვედრის მონაწილე. ამასთან, სსიპ - შემოსავლების სამსახურმა უმასპინძლა გლობალური ფორუმის პლენარულ სესიას; 4.       საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარეობს გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა; გაიხსნა კინოლოგიის ცენტრი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გამშვები პუნქტების სრულად აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის დანერგვა; API (მგზავრის შესახებ წინასწარი ინფორმაცია) – PNR (მგზავრის პირადი მონაცემების ჩანაწერი) სისტემის დანერგვა. მიღწეული მაჩვენებელი - აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის საქართველოში იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, გამოცდილების მისაღებად კი შეხვედრები გაიმართა ლიტვაში, უკრაინასა და სლოვაკეთში, ასევე, ტრენინგები ჩატარდა საქართველოში. „ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში. შეძენილია ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისთვის აუცილებელი აღჭურვილობის ძირითადი ნაწილი რამდენიმე საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის, ასევე მიმდინარეობს API (მგზავრის შესახებ წინასწარი ინფორმაცია) – PNR (მგზავრის პირადი მონაცემების ჩანაწერი) სისტემების დანერგვა.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022