Find program results

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (29 07)

Allocated 105.2 c

Program implementer

სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; სსიპ მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა; სსიპ ინსტიტუტი ოპტიკა; სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა - ტექნიკის ინსტიტუტი

Program description

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისათვის თავდაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევების განხორციელება. ენერგოუსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო ტექნიკური ...

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისათვის თავდაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევების განხორციელება. ენერგოუსაფრთხოების სფეროში სამეცნიერო ტექნიკური სამუშაოების გაღრმავება, საწარმოო ბაზის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღების და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზება და აღდგენა. ასევე, მრეწველობის და მათ შორის, მანქანათმშენებლობის რიგი დარგების განვითარება, ახალი ტექნოლოგიური პროცესების კვლევა და ოპტიმიზაცია.

განვითარებული სამხედრო მრეწველობა
კახეთის რეგიონში სეტვასაწინააღმდეგო სისტემის ამუშავების შედეგად ხელი შეეწყო წვიმის უხვი ნალექით გამოწვეული მოსლოდნელი ზარალის შემცირებას; გადამუშავდა, განადგურდა და დაიშალა სხვადასხვა ვადაგასული მართვადი და უმართავი საავიაციო რაკეტები, კორექტირებადი, ბეტონმსხვრევადი, მანათობელი, პრაქტიკული, აგიტაციური და ცეცხლგამჩენი საავიაციო ბომბები, სხვადასხვა პიროტექნიკური საშუალებები და საავიაციო მოწყობილობები, ტროტილის შემცველი საარტილერიო გასროლები და ჭურვები; შემცირდა საქართველოს ყოფილ სამხედრო ბაზებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკონტროლოდ დატოვებული ვადაგასული საბრძოლო მასალები; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ მიმართულებებში ჩატარებული გამოყენებითი კვლევების შედეგად ხელი შეეწყო სამხედრო მრეწველობის განვთარებას;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022