Find program results

სამართალდამცავი სრუქტურებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება, საარქივო ფონდების დიგიტალიზაცია, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა და მოქალაქეთა მომსახურება (30 03)

Allocated 97.8 c

Program implementer

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

Program description

განათლების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა და ევროპულ საპოლიციო განათლებასთან დაახლოება, სპეციალური პროფესიული პროგრამების ბაზაზე სამინისტროში მისაღები და მოქმედი თანამშრომლების მომზადება/გადამზადება; ...

განათლების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა და ევროპულ საპოლიციო განათლებასთან დაახლოება, სპეციალური პროფესიული პროგრამების ბაზაზე სამინისტროში მისაღები და მოქმედი თანამშრომლების მომზადება/გადამზადება; პრაქტიკული უნარების გამომუშავებისათვის არსებული ინფარსტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ასევე ახალი ობიექტების დამატება; სამაგისტრო პროგრამის „საპოლიციო რეგულირების სამართალი“-ს შემდგომი განვითარება; არსებული შენობა ნაგებობების სათანადოდ აღჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით; სამაგისტრო პროგრამის „პოლიციის მაგისტრის“ კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულს გამოუმუშავდება საშუალო რგოლის პოლიციელისათვის დამახასიათებელი უნარები და მენეჯერული თვისებები; საქართველოს უახლოესი ისტორიის ამსახველი უმნიშვნელოვანესი მასალების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება.

შსს-ს მომავალი და არსებული თანამშრომლები მზად იქნებიან ყველა იმ სირთულეებისათვის რაც მათ პრაქტიკაში შეხვდებათ, იმ საკანონმდებლო ცვლილებისათვის, რომელიც დაიგეგმება სახელმწიფოში, ასევე მზად იქნებიან სრულყოფილად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები კონკრეტული საქმიანობის განხორციელების დროს.
გადამზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მომავალი თანამშრომელი და მოქმედი თანამშრომლების - 14.7%; დანერგილია დისტანციური სწავლების მეთოდი და განვითარებულია სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემა; რეაბილიტირებული აკადემიის ინფრასტრუქტურის - 4%; განახლებული მატერიალურ ტექნიკური ბაზის - 5.7%.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა და მათი ცოდნის დონე 2 მიზნობრივი მაჩვენებელი - სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მომზადებული და გადამზადებული პატრულ ინსპექტორები, უბნის ინსპექტრები, მეხანძრე-მაშველები, დეტექტივ-გამომძიებლები, სასაზღვრო პოლიციის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელების რაოდენობა
1. მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა და მათი ცოდნის დონე; მიღწეული მაჩვენებელი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულთა რაოდენობა - 287 სტუდენტი; 2. მიზნობრივი მაჩვენებელი - სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მომზადებული და გადამზადებული პატრულ ინსპექტორები, უბნის ინსპექტრები, მეხანძრე-მაშველები, დეტექტივ-გამომძიებლები, სასაზღვრო პოლიციის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი - მომზადებული და გადამზადებული სხვადასხვა დანაყოფის 4 249 თანამშრომელი;

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022