Find program results

საფინანსო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება (23 05)

Allocated 81 c

Program implementer

სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია

Program description

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ჩატარებული ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროექტების განხორციელება, თანამდებობრივი ტრენინგებისა და ...

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ჩატარებული ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროექტების განხორციელება, თანამდებობრივი ტრენინგებისა და კარიერის განვითარებაზე მიმართული სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელება; სისტემაში პროფესიული ცოდნის დონის ამაღლების მიზნით მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან ერთად სასწავლო და ტრენინგ-პროგრამების შემუშავება-განხორციელება, მათ შორის, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად განხორციელებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში; ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის, ასევე, სხვა ორგანიზაციებისთვის ახალი კადრების შერჩევის ხელშეწყობა; სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარების, ასევე, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების აქტიური მხარდაჭერა სხვადასხვა სახის სასწავლო - შემეცნებითი, სემინარული და საკონფერენციო ტიპის პროექტების განხორციელების გზით.

ფინანსთა სამინისტროს სისტემის კადრების სწორად შერჩევა, პროფესიული სწავლება, მომზადება/გადამზადება და მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდა. ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს საფინანსო, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის სწორად და ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა - საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციებისათვის სასწავლო პროექტების, საკანონმდებლო სიახლეების გაცნობისა და დამატებითი სერვისების შეთავაზების გზით (მათ შორის კადრების შერჩევის ხელშეწყობით). საქართველოს სახელმწიფოებრივი და რეგიონალური ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების (ტრენინგები, სემინარები და ა.შ.) ხელშეწყობა. საერთაშორისო და სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება მათ შორის ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელების გზით.
·         ფინანსთა სამინისტროს სისტემა უზრუნველყოფილია სათანადოდ მომზადებული/ გადამზადებული კადრებით; ·         სისტემაში პროფესიული ცოდნის დონის ამაღლების მიზნით მსოფლიოს წამყვან სასწავლო დაწესებულებებთან ერთად სასწავლო და ტრენინგ-პროგრამების შემუშავება-განხორციელება, მათ შორის, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად განხორციელებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში; ·         სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარების, ასევე, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმების აქტიური მხარდაჭერა სხვადასხვა სახის სასწავლო - შემეცნებითი, სემინარული და საკონფერენციო ტიპის პროექტების განხორციელების გზით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - წლის განმავლობაში მიმდინარეობს სასწავლო კურსების განხორციელება ტრენინგების საჭიროებათა ანალიზის შედეგად შემუშავებული გეგმის მიხედვით, ასევე, სამუშაო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად (მუდმივი პროცესი); 2015 წელს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადამზადდა 518 თანამშრომელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობის ყოველწლიურად 10%-ით ზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის შესაძლო ცდომილება მერყეობს 5-6%-იან შუალედში; შესაძლო რისკები - საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, შესაძლოა რიგი საკითხები დაიფაროს ცენტრის საქმიანობით და არ იყოს საჭირო აკადემიის ჩართულობა იმ კონკრეტული მიმართულებებით 2 საბაზისო მაჩვენებელი - ყოველწლიურად აკადემიაში ხორციელდება სამი საერთაშორისო სასწავლო კურსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლობით. ასევე, ნიდერნალდების ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყბით, ჰოლანდიელი ექსპერტები ტრენინგებს ატარებენ ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. განხორციელდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "საბიუჯეტო საკითხები და ფისკალური პოლიტიკა კავკასიასა და შუა აზიაში". 2015 წელს აკადემიაში განხორციელდა 8 ღონისძიება, რომლებიც ორგანიზებული იყო საერთაშორისო/უცხოური ინსტიტუციების ხელშეწყობით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, ადგილობრივ და უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების რაოდენობის ზრდა 20%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრენერთა დატვირთულობამ შესაძლებელია გამოიწვიოს განსახორციელებელ ღონისძიებათა რაოდენობის ცვლილება; ტრენინგების განხორციელება დამოკიდებულია საერთაშორისო და უცხოური ინსტიტუციების გადაწყვეტილებებზე 3 საბაზისო მაჩვენებელი - წლის განმავლობაში აკადემია ორგანიზებას უკეთებს ფინანსთა სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებულ კონკურსებს - პროფესიული მიმართულების, ასევე, უნარების შესაფასებელ ტესტირებებს (მუდმივი პროცესი). 2015 წელს აკადემიის ორგანიზებით განხორციელდა 25 ტესტირება ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლების / დასაქმების მსურველთათვის; ასევე, ტესტირებები განხორციელდა 7 დამკვეთი ორგანიზაციისთვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - სამინისტროს სისტემაში და სხვა ორგანიზაციებში განხორციელებული პროფესიული მიმართულებისა თუ პიროვნების საკვლევი ტესტირებების რაოდენობის ზრდა 20%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დამოკიდებულია სახელმწიფოს მიდგომასა და შესაძლო პროცედურებზე, რომლებიც შემუშავდება საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის პროცესის განსასაზღვრად; შესაძლო რისკები - საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში შეიძლება შეიცვალოს დასაქმების მსურველთა შერჩევის პროცედურა და შეამციროს აკადემიის ჩართულობა ამ მიმართულებით 4 საბაზისო მაჩვენებელი - წლის განმავლობაში აკადემია ორგანიზებას უკეთებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების წარმატებით გავრცელების მიზნით ტრენინგების ორგანიზებას როგორც საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისთვის, ასევე, კერძო სექტორისთვის (მუდმივი პროცესი). 2015 წელს აკადემიაში გადამზადდა 2.5 ათასამდე დაინტერესებული ადამიანი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საჯარო და კერძო სექტორისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობის ზრდა 20%-ით
1.       საბაზისო მაჩვენებელი - წლის განმავლობაში მიმდინარეობს სასწავლო კურსების განხორციელება ტრენინგების საჭიროებათა ანალიზის შედეგად შემუშავებული გეგმის მიხედვით, ასევე, სამუშაო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად (მუდმივი პროცესი); 2015 წელს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადამზადდა 678 თანამშრომელი. მიზნობრივი მაჩვენებელი - ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობის ყოველწლიურად 10%-ით ზრდა. მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადამზადდა 1185 თანამშრომელი; გადამზადებული კადრების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით გაიზარდა 74%-ით. 2.       საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წელს აკადემიაში საერთაშორისო/უცხოური ინსტიტუციებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გადამზადდა 427 პირი. მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, ადგილობრივ და უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების ფარგლებში გადამზადებულ პირთა რაოდენობის ზრდა 5%-ით. მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს აკადემიაში საერთაშორისო/უცხოური ინსტიტუციებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გადამზადდა 662 პირი. გადამზადებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა 55%-ით. 3.       საბაზისო მაჩვენებელი - წლის განმავლობაში აკადემია ორგანიზებას უკეთებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების წარმატებით გავრცელების მიზნით ტრენინგების ორგანიზებას როგორც საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისთვის, ასევე, კერძო სექტორისთვის. 2015 წელს აკადემიაში გადამზადდა 3753 დაინტერესებული ადამიანი. მიზნობრივი მაჩვენებელი - საჯარო და კერძო სექტორისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობის ზრდა 5%-ით. მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს აკადემიაში გადამზადდა 2222 დაინტერესებული ადამიანი; საჯარო და კერძო სექტორისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობა შემცირდა 41 %-ით. ცდომილების მაჩვენებელი - 2015 წელს მოცემულ რაოდენობაში გათვალისწინებული იყო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები, რომელთა ფარგლებში გადამზადდა ჯამურად 1800-ზე მეტი ადამიანი. 2016 წელს ამ მიმართულებით სწავლების საჭიროება იყო ნაკლები, შესაბამისად, გადამზადდა 500-მდე მსმენელი. გარდა ამისა, შესყიდვების კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, აკადემიის მომსახურების შესყიდვა სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ არ იყო შესაძლებელი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა; შესაბამისად, სასწავლო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებული სატენდერო პროცედურების სირთულიდან გამომდინარე, შემცირდა სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან მონაწილეთა რაოდენობა. 4.       საბაზისო მაჩვენებელი - წლის განმავლობაში აკადემია ორგანიზებას უკეთებს დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებულ კონკურსებს - პროფესიული მიმართულების, ასევე, უნარების შესაფასებელ ტესტირებებს (მუდმივი პროცესი). 2015 წელს აკადემიის ორგანიზებით განხორციელდა 25 ტესტირება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დასაქმების მსურველთათვის, ხოლო 7 ტესტირება სხვადასხვა დამკვეთი ორგანიზაციისთვის. მიზნობრივი მაჩვენებელი - ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის კადრების შესარჩევად განხორციელებული პროფესიული მიმართულებისა თუ პიროვნების საკვლევი ტესტირებების რაოდენობის ზრდა 5%-ით. მიღწეული მაჩვენებელი - 2016 წელს აკადემიის ორგანიზებით სამინისტროს სისტემაში განხორციელდა 22 ტესტირება შესაბამისად წინა წელთან შედარებით ტესტირებების რაოდენობა შემცირდა 12%-ით. ხოლო სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის კადრების შესარჩევად განხორციელდა 9 ტესტირება, შესაბამისად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 30%-ით. ცდომილების მაჩვენებელი - პროფესიული მიმართულებისა თუ პიროვნების საკვლევი ტესტირებების რაოდენობის შემცირება 12%-ით 2016 წელს გამოწვეული იყო ვაკანტური პოზიციების და, შესაბამისად, ტესტირებების განხორციელების საჭიროების შემცირებით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022